ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი არჩილ თალაკვაძეს, უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მედლინ მუნის ოფიციალური ვიზიტი იწყება.

დღეს მედლინ მუნი პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდება, რის შემდეგაც პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

დღესვე დაგეგმილია შეხვედრა საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებთან, ასევე საპარლამენტო ფრაქციების “ევროპული საქართველოს“, “ნაციონალური მოძრაობის“, “საქართველოს პატრიოტებისა“ და უმრავლესობის წარმომადგენლებთან.

13 სექტემბერს მედლინ მუნი სოფელ დიდ ხურვალეთში ჩავა, სადაც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ესტუმრება.

ვიზიტის ფარგლებში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილსა და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა