მეთიუ ბრაიზა - საქართველო როგორმე უნდა დაბრუნდეს მოკავშირეების დღის წესრიგში და ამის გზა სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა - ვინც მოიგებს, მოიგოს!

საჭიროა, რომ საქართველო როგორმე ისევ დაუბრუნდეს აშშ-სა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების დღის წესრიგს. საბოლოოდ, ამის გაკეთების გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა - ვინც მოიგებს, მოიგოს“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას, თუ რა რჩევას მისცემდა საქართველოს მთავრობას ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. საზღვართან ვითარების ესკალაციისთვის თავის არიდებისთვის.

„ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა საკმაოდ კარგად ართმევს თავს ამ საკითხს, ნათელს ჰფენს რუსეთის უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს. საქართველოს მთავრობამ უნდა გააგრძელოს ამ ყველაფრისთვის ფარდის ახდა, მაგრამ მან ასევე უნდა მოახერხოს, დარჩეს ეს საკითხები საქართველოს დღის წესრიგში სხვა ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა შტატები. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ეს საკმარისი არ იქნება, ვინაიდან აღარ არსებობს საკმარისი ყურადღება ამ საკითხის მიმართ. ჩვენმა წარუმატებლობამ რუსეთის შეკავებაში ან საკმარისი ფასის დაკისრებაში საქართველოში შემოჭრისა და იმის გამო, რასაც ისინი ახლაც აკეთებენ, გზა გაუხსნა ყირიმსა და დონბასში მომხდარ მოვლენებს“, - განაცხადა ბრაიზამ.

მისივე თქმით, საჭიროა, საქართველო დაბრუნდეს აშშ-სა და ევროპელი მოკავშირეების დღის წესრიგში. „თქვენ უნდა გააჩეროთ რუსეთი, დააკისროთ ფასი იმ მომენტში, როცა რაღაც კანონდარღვევას სჩადის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანალოგიურ ქმედებებს სამომავლოდ მოიზიდავთ. საჭიროა, რომ საქართველო როგორმე ისევ დაუბრუნდეს აშშ-სა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების დღის წესრიგს. საბოლოოდ, ამის გაკეთების გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა - ვინც მოიგებს, მოიგოს. საქართველოსთვის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი ბოლო ათწლეულნახევრის განმავლობაში 2012 წლის არჩევნები იყო - არა იმიტომ, ვინ გაიმარჯვა თუ ვინ დამარცხდა, არამედ იმიტომ, რომ ვინც დამარცხდა, მათ ხელისუფლება დატოვეს“, - აღნიშნა ბრაიზამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია