მიხეილ ბატიაშვილი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ ხელმძღვანელს შეხვდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ ხელმძღვანელთან სებასტიან მოლინეუსთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე კომპლექსური რეფორმის დეტალებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის სამომავლო გეგმები და განსაზღვრეს ის სფეროები, რომლებშიც მსოფლიო ბანკი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან აქტიურად ითანამშრომლებს.

„მსოფლიო ბანკთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, ახლო მომავალში დაიწყება მსხვილი პროექტის „ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი - Georgia I2Q“ განხორციელება. პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს, როგორებიცაა:

სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესება, ასევე, სკოლამდელი განათლების პედაგოგების სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება; საერთაშორისო სტანდარტის ზოგადი განათლების სწავლა-სწავლების ხარისხის დანერგვა და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება; განათლების დაფინანსების მოდელების განვითარება, მათ შორის, უმაღლესი განათლების ევროპულ სისტემაში სრული ინტეგრაციისათვის დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვა და განათლების საინფორმაციო მართვის ეფექტური სისტემის დანერგვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს