სუს-ის წარმომადგენელი - ერგნეთში შეხვედრაზე კატეგორიულად მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო აქტივობის შეწყვეტა

კატეგორიულად მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნებისმიერი უკანონო აქტივობის შეწყვეტა, - ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განცხადებით, პოზიციები კვლავ დიამეტრალურად განსხვავებულია.

„მინდა აღვნიშნო, რომ პოზიციები კვლავ დიამეტრალურად განსხვავებულია. ჩვენ ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ სტანდარტული პოლიციის საგუშაგო გააგრძელებს ფუნქციონირებას ჩვეულებრივად და მისი დანიშნულება იქნება ადგილზე, უსაფრთხო გარემოების უზრუნველყოფა. ამასთანავე, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ნებისმიერი უკანონო აქტივობის შეწყვეტა. ამ საკითხთან დაკავშირებით გაჟღერებული იქნა დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები, შესაბამისად, კონსენსუსი ამასთან დაკავშირებით მიღწეული არ არის. რაც შეეება დიალოგის გაგრძელების პერსპექტივებს, ამ კონკრეტულ საკითხში კონსენსუსი მიღწეულია და ყველა მონაწილემ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, გაგრძელდეს დიალოგი პოზიციების დაახლოების მიზნით. ჩვენი შემდეგი შეხვედრის თარიღი ზუსტად არ არის განსაზღვრული. ახალგორის საკითხი, რა თქმა უნდა, დავაყენეთ შეხვედრაზე და სამწუხაროდ, მათ გადასასვლელების ჩაკეტვა დაუკავშირეს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს, რაზეც ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ეს არის წმინდა ჰუმანიტარული ასპექტი, რითაც სარგებლობს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობა და რამდენად დამაზიანებელი იქნება ეს მათთვის, რაც აუარესებს მათი ყოველდღიური ცხოვრების პირობებს. ასევე, არ უწყობს ხელს ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარემოს გაჯანსაღებას. სამწუხაროდ, ამ პუნქტთან დაკავშირებითაც არ არის მათი პოზიცია კონსტრუქციული და გადასასვლელების დაკეტვა პირდაპირ დაუკავშირეს ჩორჩანაში მიმდინარე პროცესებს, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია”,- განაცხადა ანთაძემ.

კითხვაზე, თუ როდის გაიხსნება ახალგორში გადასასვლელები, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს კონკრეტული პასუხი არ აქვს, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, გადასასვლელების დაკეტვა გარკვეული პერიოდის შემდეგ შექმნის კონკრეტულ პრობლემებს იქ მაცხოვრებელი ადამიანებისათვის.

“ჰუმანიტარულურ კატასტროფაზე არ არის ამ ეტაპზე საუბარი, თუმცა, რა თქმა უნდა, გადასასვლელების დაკეტვა, გარკვეული პერიოდის შემდეგ გააჩენს კონკრეტულ პრობლემებს იქ მცხოვრებელთათვის. სწორედ ამიტომ, ამაში კონსოლიდირებული პოზიცია გვაქვს, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და გაგრძელდება მუშაობა, რათა უმოკლედ ვადებში, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი, გაადვილდეს ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა და ეს გადასასვლელები, რომლებიც აბსოლუტურად შეუსაბამო და გამოგონილი მიზეზებით არის ჩაკეტილი, ეს მაინც იქნას გახსნილი”,- განაცხადა ანთაძემ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა