ეკა გიგაური - მოსამართლეობის კანდიდატების გამოცდილებას მაინც შევისწავლით

ხელისუფლება ცდილობდა პროცესში არ ჩავრთულიყავით, თუმცა ეს ჩვენთვის პრობლემა არ არის, რადგან წარმოდგენილი კანდიდატების გამოცდილებას მაინც შევისწავლით, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა, მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს აღნიშნულ პროცესში არასამთავრობო სექტორი ნაკლებად იყოს ჩართული.

„მმართველი გუნდი სხვადასხვა ქვეყნის მოდელებს კი არ უნდა ეძებდეს იმისთვის, რომ ამ პროცესიდან გარიყოს სამოქალაქო სეტქორი, არამედ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმითვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს. ჩვენი ქმედებები ამით ნამდვილად არ შეიზღუდება, რადგან წარმოდგენილი კანდიდატების გამოცდილებას მაინც შევისწავლით და რა გახმაურებულ საქმეებში იყვნენ ისინი ჩართულნი „ნაციონალური მოძრაობის“ და ამ მთავრობის პერიოდში, ამასაც ვაცნობებთ საზოგადოებას. მიდგომა იყო ის, რომ ხელისუფლება ცდილობდა ამ პროცესში არ ჩავრთულიყავით, თუმცა ეს ჩვენთვის პრობლემა არ არის“,- აღნიშნა გიგაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა