იგორ კოჩიევი - ქართული პოლიციის პოსტის მოხსნა პრობლემას გადაწყვეტდა

ქართული პოლიციის პოსტის მოხსნა და სოფელ წნელისის ტერიტორიიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაყვანა, შექმნილ პრობლემას გადაწყვეტდა.

„რეს“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სამხრეთოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში იგორ კოჩიევმა განაცხადა.

„თუკი ქართული მხარე გადადგამს ამ ნაბიჯს, ოსური მხარის მიერ მიღებული იქნება შესაბამისი ზომები დაძაბულობის მოხსნის კუთხით“, - განაცხადა კოჩიევმა.

მისი თქმით, დღევანდელი ტექნიკური შეხვედრა კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა, რადგან ქართული მხარე უარს ამბობს პოსტის მოხსნაზე, რასაც იმით ხსნის, რომ პოსტი საფრთხეს არავის უქმნის და იქ პოლიციელთა შეზღუდული რაოდენობაა განთავსებული.

კოჩიევის თქმით, ეს სამხრეთოსური მხარისთვის მიუღებელია.

ოსი ჟურნალისტები დაინტერესდნენ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ეხებოდა ქართული პოსტების გაძლიერებას და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვართან“ ამერიკელი სამხედროების ყოფნას. კოჩიევის თქმით, „საზღვართან“ ამერიკელი სამხედროები არ იმყოფებიან.

კოჩიევმა ასევე განაცხადა, რომ დიალოგი კვლავაც გაგრძელდება, რადგან მისი თქმით, საუბარი აუცილებელია და საკითხის გადაწყვეტის მიღწევა მხოლოდ მშვიდობიანი გზით იქნება შესაძლებელი.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი