ირანი საუდის არაბეთის  ნავთობობიექტებზე თავდასხმას უარყოფს

ირანი უარყოფს ამერიკის შეერტებული შტატების ბრალდებას იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთში უპილოტო საფრენი აპარატებით „არამკოს“ ნავთობობიექტებზე თავდასხმის უკან თეირანი დგას. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

„ასეთი ბრალდებები უაზრო და გაუგებარია“ , - განაცხადა აბას მუსავიმ.

როგორც ცნობილია, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ შაბათს ირანი მსოფლიო ენერგომომარაგებაზე უპრეცედენტო თავდასხმაში დაადანაშაულა.

საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. BBC-ის ცნობით, ობიექტები სახელმწიფო კომპანია Aramco-ს ეკუთვნის. მოგვიანებით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს.

კომპანია Aramco-ს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ნავთობის წარმოება დღეში 5.7 მილიონი ბარელით შემცირდება, რაც მსოფლიო ნავთობის გლობალური მიწოდების 5 პროცენტია.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს