სალომე სამადაშვილი - ივანიშვილისთვის დღეს ბევრად მნიშვნელოვანია კმაყოფილი იყოს ჩრდილოელი მეზობელი, ვიდრე ქართველი ხალხი

საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ანგარიშვალდებულია მოსკოვის წინაშე. გახარია კი, კონკრეტული დავალებებითაა მოვლენილი პრემიერად, მათ შორის, ერთ-ერთია ანაკლიასთან დაკავშირებით პროცესების ჩაშლა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, დღევანდელი ხელისუფლება რუსეთიდან მიღებულ დავალებებს ასრულებს, რისი მაგალითიცაა გახარიას პრემიერობა.

“რუსეთი რომ ეწინააღმდეგება ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას, ეს შეგიძლიათ შეიტყოთ რუსული მედიის დაკვირვებიდან. არანაირ ეჭვს არ იწვევს ისიც, რომ დღევანდელი ხელისუფლება ასრულებს რუსეთიდან მიღებულ დავალებებს, მათ შორის, შეასრულებს დავალებას, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა ჩაშალოს ანაკლიაში პორტის პროექტის განხორციელება. გიორგი გახარია, რომელსაც დასავლეთის პრესა მოიხსენიებს, როგორც რუსეთის კაცს, ვფიქრობ, ზედმიწევნით მოუსმენს მითითებებს მოსკოვიდან. არ არის შემთხვევითი, რომ მიუხედავად იმისა, საზოგადოება ერთხმად ითხოვდა გახარიას გადადგომას, ის პრემიერად დაინიშნა. გახარია პრემიერი გახდა იმიტომ, რომ ივანიშვილისთვის დღეს ბევრად მნიშვნელოვანია კმაყოფილი იყოს ჩრდილოელი მეზობელი, ვიდრე ქართველი ხალხი. დღეს საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ანგარიშვალდებულია საკუთარი ხალხის წინაშე. ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ანგარიშვალდებულია მოსკოვის წინაშე. გახარია კონკრეტული დავალებებით არის მოვლენილი პრემიერად, მათ შორის, ერთ-ერთია ანაკლიასთან დაკავშირებით პროცესების ჩაშლა“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა