ანონსი  17 სექტემბერი

17 სექტემბერს, 09:00 საათზე, თბილისში, სს ,,ავიამშენში" დასაქმებულები აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნებია მოხდეს კუთვნილი ხელფასების და დანამატის დროულად გაცემა.

მის: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N191

საკონტაქტო: თამარ გედევანიშვილი +995599303636 +995555003313

17 სექტემბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება ქართულ-უკრაინული ბიზნეს ფორუმი სექტორული სავაჭრო მისიის ფარგლებში.

მის: თელავის ქ.20

17 სექტემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე გახსნის გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის - „კონტეინერების კონტროლის პროგრამა“ - შავი ზღვის რეგიონის მმართველი საბჭოს მეორე რეგიონულ შეხვედრას. ღონისძიებას დაესწრება აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი.

17 სექტემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

17 სექტემბერს, 10:00 საათზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი, სოციალისტების ჯგუფი), კლოდ კერნი (საფრანგეთი, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის სამდივნო), ბას კლეინი, (სამდივნოს უფროსის მოადგილე, ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტი) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდებიან.

17 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენს.

17 სექტემბერს, 10:50 საათზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ შეხვდებიან.

(ბ კორპუსი, ოთახი 410)

17 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

17 სექტემბერს, 11:00 საათზე, „საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაცია“ პირველ კონფერენციას გამართავს. თემა: „ქართული სამართლის განვითარების უახლესი ისტორია, პერსპექტივა და გამოწვევები.

მის: იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ბოხუას 19

17 სექტემბერს, 11:00 საათზე, გაიმართება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ დაფუძნებული ეკონომიკური დისკუსიების პლატფორმა - ,,KAS EPRC ეკონომიკური არენა" ფარგლებში გაიმართება რიგით მეორე დისკუსია: „საბანკო რეგულაციები: ეკონომიკური ეფექტი“. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, TBC ბანკის წარმომადგენელი ოთარ ნადარაია, ლიბერთი ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი ალექსი ხუროშვილი. შეხვედრას გახსნის კონრად ადნაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი თომას შრაპელი.

მის: სასტუმრო „სტამბა“ (Dining Room #1)

საკონტაქტო: 593 260609 მაიკო ჩიტაშვილი

17 სექტემბერს, 11:00 საათზე, “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ტექდათვალიერება ჰაერთან მიმართებაში - გაუმართავი მანქანები, რომლებსაც ტექდათვალიერებას ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ; სტატისტიკა; ტექდათვალიერების გამკაცრება და აქცია - „ავტომობილის გარეშე“.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

17 სექტემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებლის, ალეკო ელისაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა მემორანდუმის შესახებ და უთანხმოება ოპოზიციაში. საარჩევნო ცვლილებები. მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 სექტემბერს, 11:30 საათზე, საქალაქო სასამართლოსთან გაიმართება აქცია მორის მაჩალიკაშვილის და 21 ივნისის საქმეზე დაკავებული სხვა პატიმრების მხარდასაჭერად.

საკონტაქტო ტელ: 599024323

17 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის პრესკონფრენცია გაიმართება.

თემა: „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა მემორანდუმის შესახებ და უთანხმოება ოპოზიციაში. საარჩევნო ცვლილებები. მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 სექტემბერს, 11:35 საათზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საპარლამენტო ფრაქცია „ევროპულ საქართველოს“ შეხვდებიან

(ბ კორპუსი, ოთახი 410)

17 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

17 სექტემბერს, 12:20 საათზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს შეხვდებიან

ც კორპუსი, ოთახი 314

17 სექტემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტში, “ევროპული საქართველოს” ფრაქციის ოთახში გიგა ბოკერიას, აკაკი ბობოხიძის და ირმა ნადირაშვილის ბრიფინგი.

კოალიციების საკითხი 2020 ის არჩევნების შემდეგ

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

17 სექტემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულის, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „ნაკრესის“ გამგეობის წევრის, ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო სხდომა გაიმართება.

მის.: თბილისის საქალაქო სასამართლო

17 სექტემბერს, 13.00 საათზე, „საპარტნიორო ფონდი“ და „სტარტაპ-საქართველო“ აწყობს გამარჯვებული პროექტის „დოქტორ გუდსის“ პრეზენტაციას. საქართველოში პირველად იწყება სამედიცინო ტექსტილის წარმოება. პრეზენტაციას გახსნის „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე

მის: „ჰუალინგი“, თბილისის ზღვის პლაზა. ლეჟავას 22 .

საკონტაქტო: ნათია წულაძე 577 46 17 67

17 სექტემბერს, 14:00 საათზე, შვეიცარიის ელჩის რეზიდენციაში, შვეიცარიის სახელმწიფო მდივანი მარიო გატიკერი ჩაატარებს პრესკონფერენციას მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის.

მის. რადიანის ქუჩა #18

17 სექტემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა საერთაშორისო ექსპერტებთან: სტივენ ვან ჰეკესთან (ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორი), ნადა კოვალციკოვასთან (გერმანული მარშალის ფონდის უფროსი მკვლევარი) და თეონა ლავრელაშვილთან (ლუვენის უნივერსიტეტის მკვლევარი) გამართავენ შეხვედრას.

თემა: „საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხები“.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სათათბირო ოთახი N317 (C კორპუსი, III სართული)

17 სექტემბერს, 15:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდებიან.

17 სექტემბერს, 16:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდებიან.

17 სექტემბერს, 16:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება.

მის: ე. მინდელის N9

17 სექტემბერს, 17:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდებიასნ.

17 სექტემბერს, 18:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს შეხვდებიან.

17 სექტემბერს, 19:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს შეხვდებიან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს