ალექსანდრე თვალჭრელიძე - საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის ლოდინი იქამდე, ვიდრე საქართველო გამთლიანდება, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ღალატია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, გრილი, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ცხელი ზაფხულის შემდეგ შემოდგომაც დადგა და ახალი პოლიტიკური სეზონიც ხმაურიანად დაიწყო.

მხედველობაში მაქვს მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით სასტუმრო „რუმსში“ მიმდინარე კონფერენციისას მომხდარი ინციდენტი და შემდეგ მისი გაგრძელება -„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ აშშ-ს საელჩოსთან გამართული აქცია.

რადგან ახლა შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელი დარჩა, ყველა შიდა პოლიტიკაში პოლიტიკური პროცესის პოლარიზებაზე საუბარობს, ჩემი პირველი კითხვაც სწორედ ამ თემაზე იქნება - თქვენ როგორ შეაფასებდით 2020 წლის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- დაახლოებით ისეთია, როგორსაც მოველოდი: ჩვენი პოლიტიკოსები ხომ ახალს ვერაფერს ვერ იგონებენ და ისევ, ასე ვთქვათ, ლანძღვა-გინების ტექნოლოგიას მისდევენ. მერწმუნეთ, ეს ძირმოჭმული ტექნოლოგიაა და ის პოლიტიკური ძალა, რომლის ნარატივში იქნება სწრაფვა მომავლისკენ და არა ოპონენტების დისკრედიტირების მცდელობა, ბევრი ამომრჩევლის გულს მოიგებს.

ის პოლიტიკური ძალა, რომლის ნარატივში იქნება სწრაფვა მომავლისკენ და არა ოპონენტების დისკრედიტირების მცდელობა, ბევრი ამომრჩევლის გულს მოიგებს

ამასთან, ერთი რამ უნდა გვახოვდეს მუდამ და ამას ძალიან ბევრი ჩვენი უცხოელი მეგობარი უსვამს ხაზს - არსებობს პოლიტიკური განსხვავებანი და არსებობს ფუძემდებლური სახელმწიფო ინტერესები, რომელთა ირგვლივ სრული კონსენსუსი უნდა არსებობდეს როგორც მოსახლეობის უმრავლესობაში, ასევე, უკლებლივ ყველა პოლიტიკურ პარტიაში.

არაფრის მთქმელია და ჩემთვის სასაცილოა, როცა ჩვენ პრემიერ-მინისტრს ან ბატონ ბიძინა ივანიშვილს რუსული ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებენ, ადანაშაულებენ ადამიანს, რომელმაც, მართალია, თავისი ქონების უდიდესი ნაწილი რუსეთში იშოვნა, ისევე, როგორც, სხვათა შორის, კახა ბენდუქიძემ და მრავალმა სხვა „პროდასავლურმა“ აპოლოგეტმა, მაგრამ რომელსაც რუსეთში მის მიერ დაფუძნებული და განვითარებული ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი და რკინის მადნების მომპოვებელი, მის მიერ დაფუძნებული და აღორძინებული, მსოფლიო მნიშვნელობის კომპანია წაართვეს ისე, რომ ძირითადი აქტივების 20%-იც არ დაუბრუნებიათ. და ეს მაშინ, როცა რუსული ინტერესების რეალური გამტარებლები ყურადღების გარეშეა დარჩენილი, ვინაიდან მათ საარჩევნო რბოლაში ყურადღებას არ აქცევენ.

არაფრის მთქმელია და ჩემთვის სასაცილოა, როცა ჩვენ პრემიერ-მინისტრს ან ბატონ ბიძინა ივანიშვილს რუსული ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებენ... და ეს მაშინ, როცა რუსული ინტერესების რეალური გამტარებლები ყურადღების გარეშე არიან დარჩენილი, ვინაიდან მათ საარჩევნო რბოლაში ყურადღებას არ აქცევენ

მე არ მინდა ვთქვა, რომ ამ პიროვნებების მოღვაწეობა უნაკლოა. ისინი კრიტიკას, და ძალიან ხისტ კრიტიკას იმსახურებენ, მაგრამ არა რუსული ინტერესების ლობირებაში.

ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა არსებობდეს, თუნდაც ჩანასახ მდგომარეობაში, პრინციპულობა და ეთიკა?! შემოვხაზოთ იმ სასიცოცხლო ინტერესთა წრე, რომელიც ყველასათვის სავალდებულოა - დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი, ნატოსა და ევროკავშირის სტრუქტურებთან ინტეგრაცია და სხვა.

სინამდვილეში რა გამოდის? გაიხსენეთ, რა აჟიოტაჟი მოჰყვა ანდერს ფოგ რასმუსენის აბსოლუტურად საღ მეგობრულ რჩევას?! გაიხსენეთ ისიც, რა ბრძანა თქვენთან ინტერვიუში დენიელ ფრიდმა?!

სხვათა შორის, ეს იმდენად მარტივია, რომ ზუსტად იგივეს ჩვენ ოჯახურ საუბრებში ვუსვამდით ხაზს. გერმანიაც არ იყო ერთიანი სახელმწიფო, როცა დასავლეთი გერმანია ნატოში გაწევრიანდა. რა, ამან გერმანიის გამთლიანებას შეუწყო ხელი თუ შეუშალა? ახლა წყნარად ვიმსჯელოთ.

შემოვხაზოთ იმ სასიცოცხლო ინტერესთა წრე, რომელიც ყველასათვის სავალდებულოა - დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი, ნატოსა და ევროკავშირის სტრუქტურებთან ინტეგრაცია და სხვა... გაიხსენეთ, რა აჟიოტაჟი მოჰყვა რასმუსენის აბსოლუტურად საღ მეგობრულ რჩევას?! გაიხსენეთ ისიც, რა ბრძანა თქვენთან ინტერვიუში დენიელ ფრიდმა?!

ყველა ნატოს წევრი ქვეყანა ცნობს საქართველოს გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში. არც ერთი ნატოს წევრი ქვეყანა არ ცნობს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობას.

ამიტომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება დე იურე იმას ნიშნავს, რომ საქართველო თავის საზღვრებში, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" ჩათვლით, ნატოს წევრი ქვეყანა გახდება. დე ფაქტო კი ეს მაშინ განხორციელდება, თან ავტომატურად განხორციელდება, როცა ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტერიებზე თავის უფლებამოსილებას დაიბრუნებს.

საქართველოს ნატოში გაწევრიანება დე იურე იმას ნიშნავს, რომ საქართველო თავის საზღვრებში, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" ჩათვლით, ნატოს წევრი ქვეყანა გახდება

აღმოსავლეთ გერმანიის ნატოში გაწევრიანებას არც ერთი დამატებითი დოკუმენტის შექმნა არ დასჭირვებია. ახლა მითხარით - რასმუსენის წინადადების წინააღმდეგ გალაშქრება პოლიტიკური სიბეცეა თუ რუსული ინტერესების არა დეკლარატიული, არამედ რეალური ლობირება?

ახლა მითხარით - რასმუსენის წინადადების წინააღმდეგ გალაშქრება პოლიტიკური სიბეცეა თუ რუსული ინტერესების არა დეკლარატიული, არამედ რეალური ლობირება?

მოდით, სირაქლემასავით ნუ ჩავყოფთ თავს სილაში და პირდაპირ ვთქვათ, რომ საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის ლოდინი იქამდე, ვიდრე საქართველო გამთლიანდება, როგორი პათოსის შემცველი რიტორიკაც არ უნდა უძღოდეს ამ წინადადებას, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ღალატია.

საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის ლოდინი იქამდე, ვიდრე საქართველო გამთლიანდება, როგორი პათოსის შემცველი რიტორიკაც არ უნდა უძღოდეს ამ წინადადებას, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ღალატია

- პოლიტიკური ძალები არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ახდენენ მხარდამჭერების მობილიზებას, მაგრამ ფაქტია, რომ სტრატეგიული პარტნიორისა და ძლიერი მოკავშირის საელჩოსთან ანტიამერიკული განწყობების გაღვივება და დეკლარირება, როგორც მინიმუმ, გაუგებარია.

ასევე გაუგებარია საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად „მიუმხრებლობაზე“ საუბარიც, ვინაიდან ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლში საქართველოს ნატოსკენ სწრაფვაა დაფიქსირებული.

შესაძლოა, აქციის მონაწილეებმა ეს და ისიც არ იცოდნენ, რომ ნატოსთან თავსებადობის თვალსაზრისით საქართველოს სერიოზული ნაბიჯები აქვს გადადგმული, მაგრამ წარმოუდგენელია აქციის ორგანიზატორებმა ეს არ იცოდნენ. თუ იციან, თქვენი აზრით, რა ხდება?

- არ იცოდით, რომ ამ აქციის ორგანიზატორები ანტიდასავლური ორიენტაციის მენტალიტეტის მატარებლები არიან? ვერ გაიგეს „Now What?” ვორქშოპის ორგანიზატორებმა რომ მათ, ასე ვთქვათ, „მინიგავრილოვის“ პროვოკაცია მოუწყვეს? სამიოდე წლის წინ მიუმხრობლობის აქცია ასიოდე კაცს თუ შეაგროვებდა, ეხლა აშშ-ს საელჩოს წინ მრავალმა ათასმა მოიყარა თავი და ამ თვალსაზრისით ბატონი არჩილ თალაკვაძის კრიტიკული განცხადება სავსებით არასაკმარისია.

სამიოდე წლის წინ მიუმხრობლობის აქცია ასიოდე კაცს თუ შეაგროვებდა, ეხლა აშშ-ს საელჩოს წინ მრავალმა ათასმა მოიყარა თავი და ამ თვალსაზრისით ბატონი არჩილ თალაკვაძის კრიტიკული განცხადება სავსებით არასაკმარისია

„გავრილოვისა“ და „მინიგავრილოვისნაირმა“ პროვოკაციებმა კი არ უნდა გახლიჩოს, პირიქით, ერთ მუშტად უნდა შეკრას ერი. მაგრამ ჩვენი ოპოზიციური პარტიები კი არ არიან მოწოდებულნი, რომ პოზიტიური ნაბიჯები გადადგან, არამედ მხოლოდ, როგორც ვთქვი, ლანძღვა-გინებით არიან დაკავებულნი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საზიანოდ.

„გავრილოვისა“ და „მინიგავრილოვისნაირმა“ პროვოკაციებმა კი არ უნდა გახლიჩოს, პირიქით, ერთ მუშტად უნდა შეკრას ერი

და მოსახლეობა დაიღალა, დაიღალა უკლებლივ ყველა სამთავრობო ადმინისტრაციის მიერ გაცემული და არშესრულებული დაპირებებით, დაიღალა დაუცველობის შეგრძნებით, დაიღალა სიდუხჭირით, ღატაკური პენსიებით, კიდევ რა მოვიხსენიო? უკეთესი მომავლის იმედი ქრება. ნიჰილიზმი იმკვიდრებს ბინას.

ამ ვითარებაში მხოლოდ იულიუს ფუჩიკის სიტყვები შემიძლია მოვიშველიო - „ადამიანებო, იყავით ფხიზლად“.

- არჩევნებამდე ერთი წლით ადრე პერიოდს მმართველი გუნდი მთავრობის ახალი შემადგენლობით შეხვდა. დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ საარჩევნო წელს „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება ძალოვან უწყებებს ჩააბარა.

თუ მმართველი გუნდის განცხადებებს ყურადღებით დავაკვირდებით, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ „ოცნება“ საარჩევნო წელს დაკარგული ელექტორატის დაბრუნებას შეეცდება. თქვენი დაკვირვებით, რა შანსები აქვს „ქართულ ოცნებას“ დაიბრუნოს დაკარგული ელექტორატი?

- რატომ ჩააბარა „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება ძალოვნებს? იმიტომ, რომ გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო? მაშინ რა, ამერიკელმა ხალხმა ძალაუფლება დაზვერვას ჩააბარა, როცა ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში პრეზიდენტად აირჩია, ვინაიდან იგი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობდა? მოდით, კლიშეებს შევეშვათ და ვთქვათ, რომ მმართველმა გუნდმა გიორგი გახარია თავის ყველაზე ჭკვიან და კარგ ადმინისტრატორად ჩათვალა. ეს კი არაპირდაპირ მმართველ ელიტაში ჰუმანური რესურსების მწვავე დეფიციტზე მეტყველებს.

მოდით, კლიშეებს შევეშვათ და ვთქვათ, რომ მმართველმა გუნდმა გიორგი გახარია თავის ყველაზე ჭკვიან და კარგ ადმინისტრატორად ჩათვალა

ახლა „ქართული ოცნების“ შანსები დაიბრუნოს ელექტორატი დიდწილად დამოკიდებულია გიორგი გახარიას ადმინისტრაციის ეფექტურობაზე. მასზეა დადებული ფსონი. ამაზე დასკვნების გაკეთება წლის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი.

- 20 ივნისის შემდეგ ხელისუფლებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლისა და უბარიეროდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ თავისი გადაწყვეტილება გვამცნო. საკონსტიტუციო ცვლილებებზე საერთო სახალხო განხილვა კი დაიწყო, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს პროცესი აშკარად ფორმალურ ხასიათს ატარებს.

ალბათ ბევრად აჯობებდა ამ თემებზე - უბარიეროდ, როგორც ხელისუფლება ფიქრობს და 3%-იან ბარიერით არჩევნების ჩატარების მომხე პოლიტიკურ ძალებს შორის პოზიციების შეჯერება მომხდარიყო და პარლამენტს ცვლილებები დროზე მიეღო.

ყველაფერს რომ თავი დავანებით, ოპოზიციას იმის მტკიცების საშუალება არ ექნებოდა, რომ შესაძლოა ეს ცვლილებები საერთოდაც არ განხორციელდს. თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული რომელ ვარიანტს დაუჭერდით მხარს?

- წარმოთქმული მოსაზრებების გამო არ მინდა ჩვენი ბედი პოლიტიკოსებს ჩავაბარო, ისინი ხომ ულიმიტო და სამპროცენტიანი ბარიერის სისტემებს თავისი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე აანალიზებენ, თქვენზე და ჩემზე კი არავინ ფიქრობს.

ისე, თუნდაც ფორმალური, სახალხო განხილვა მირჩევნია. ისე, სხვათა შორის, არასდროს არავის ხალხის ნაწილად არ მივუჩნევივარ და არც ერთ სახალხო განხილვაში არ მიმიღია მონაწილეობა.

ისე, თუნდაც ფორმალური, სახალხო განხილვა მირჩევნია. სხვათა შორის, არასდროს არავის ხალხის ნაწილად არ მივუჩნევივარ და არც ერთ სახალხო განხილვაში არ მიმიღია მონაწილეობა

მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებები განხორციელდება და ჩვენ გვექნება ულიმიტო პროპორციული სისტემა. კარგია ეს თუ ცუდი, სხვა საკითხია.

ერთს კი ვიტყვი მიამიტურად - ჩემთვის ყველაზე კარგი პარლამენტი 1992-1995 წლების პარლამენტია. იქ ყველა პარტია იყო თავმოყრილი, იქ სესიის თავმჯდომარე ჭიქიდან ბორჯომს სახეში ასხამდა დეპუტატს, მაგრამ იმ პარლამენტმა მიიღო ფუძემდებლური კანონები, კონსტიტუცია, დაამტკიცა მთავრობა, რომელმაც ლარი შემოიღო და მრავალი წლით ჩვენი ქვეყნის განვითარების ძირითადი ტრენდი განსაზღვრა.

- მმართველი გუნდის ძირითად ოპონენტებად მიჩნეულ „ერთიან ნაცმოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს, რომლებიც თვლიან, რომ 3%-იანი ბარიერის გადალახვა მათთვის პრობლემა არაა, 3%-იანი ბარიერი ურჩევნიათ.

როგორც ჩანს, მაინც ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მმართველი გუნდის უმრავლესობა ჩათვლის მისთვის მისაღებად. მიუხედავად ამისა, საინტერესო პროცესებია მოსალოდნელი როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციაში. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები 2020 წლის გაზაფხულამდე, როცა არჩევნების სტარტისთვის სამზადისი პრაქტიკულად დასრულებული უნად იყოს?

- როგორც ვთქვი, დიდი ლანძღვა-გინების შემდეგ, ჩემი აზრით, მიღებული იქნება ულიმიტო პროპორციული საარჩევნო სისტემა.

- ქართულ პოლიტიკურ ველზე ხაზარაძე-ჯაფარიძის მოძრაობა „ლელოს“-ს სახით ახალი მოთამაშე დაფიქსირდა. პოლიტიკაში მათ გამოჩენას წინ უძღოდა, როგორც ისინი თავად ამბობენ ,„ხელისუფლების მხრიდან მათ წინააღმდეგ ორკესტრირებული დისკრედიტაციის კომპანია“.

მიუხედავად იმისა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ იგი აუცილებლად აშენდება, ხაზარაძის მტკიცებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის წინააღმდეგი არიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრემიერი გიორგი გახარია, რომლებიც თავისი მოქმედებით პრაქტიკულად ხელს უწყობენ ამ პროექტის ჩავარდნას რუსეთის სასარგებლოდ.

მისივე თქმით, თუ უახლოეს ორ თვეში არ იქნება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რუსული ტამანის მშენებლობა დაიწყება და ანაკლიის პორტი აქტუალობას დაკარგავს.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ანაკლიის პორტის ირგვლივ ხდება და თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ხაზარაძის ბრალდებები ივანიშვილისა და გახარიას მისამართით?

- „ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო“? პარადოქსია, მაგრამ მსოფლმხედველური ომები ანაკლიის პროექტის ირგვლივ მართლაც გაჩაღდა და ამ პაექრობაში რუსული ინტერესები სრულიად არ იკვეთება.

წინააღმდეგობაშია პორტის სტრატეგიული და კომერციული ინტერესები. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ტამანის პორტით აპელირება. ტამანის პორტი აუცილებლად აშენდება ისევე, როგორც ანაკლიის პორტი და ისინი ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან, ვინაიდან მათ სრულიად განსხვავებული სტრატეგიული დატვირთვა ექნებათ. მეტს არაფერს ვიტყვი, მაგრამ გამგები გაიგებს.

ტამანის პორტი აუცილებლად აშენდება ისევე, როგორც ანაკლიის პორტი და ისინი ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან, ვინაიდან მათ სრულიად განსხვავებული სტრატეგიული დატვირთვა ექნებათ. მეტს არაფერს ვიტყვი, მაგრამ გამგები გაიგებს

- ხაზარაძის-ჯაფარიძის ოპონენტები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ მათ დათქმულ ვადებში ვერ შეასრულეს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საკონტრაქტო ვალდებულებები და მუდმივად ითხოვდნენ გადავადებას.

ის, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე გადავადებას ხშირად ითხოვდნენ ფაქტია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლება ყოველმხრივ ცდილობდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს არ გაეფორმებინა ინვესტორებთან კონტრაქტები.

იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს ვალდებულებები არ აქვს შესრულებული, ბევრი სულაც არ გამორიცხავს ხელისუფლების მხრიდან მათ წინააღმდეგ შემდეგი ნაბიჯი სწორედ ამ ბრალის წაყენება იქნება და ისინი დააკავონ.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე დააკავონ მანამდე, ვიდრე უახლოეს ორ თვეში ანაკლიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები იქნება მიღებული?

- ვერაფერს გეტყვით, არ მიყვარს ფაქტების გარეშე სერიოზულ საკითხებზე მარჩიელობა. ისე კი საგულისხმოა, რომ კონსორციუმი სოლიდურმა ამერიკულმა კომპანიამ დატოვა.

ისიც საგულისხმოა, რომ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჩვენი კარგი ნაცნობი მაიკლ ქოუგილი გახდა. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია კონსორციუმის ქმედებებით კმაყოფილი არაა.

ისიც საგულისხმოა, რომ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჩვენი კარგი ნაცნობი მაიკლ ქოუგილი გახდა. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია კონსორციუმის ქმედებებით კმაყოფილი არაა

- მიიჩნევა, რომ რუსეთი ცხინვალის რეგიონში ადმინისტრაციულ საზღვრებთან აქტიურობით ცდილობს აიძულოს თბილისი რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის რეჟიმზე.

გასულ კვირას თბილისში მყოფმა აშშ-ს დიპლომატიის ვეტერანმა დენიელ ფრიდმა განაცხადა - „რუსებთან დიალოგი კარგია, განსაკუთრებით თუ მათგან ძალიან ბევრს არ ელოდები. ახლა მთავარია არავინ დაუწყოს რუსეთს უადგილო შეთავაზებების გაკეთება“. თქვენი აზრით, თბილისის მოსკოვთან „რაღაც ფორმით“ დიალოგი ოპტიმალური ვარიანტი სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს?

- ვთვლი, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი, არ ვიცი, ეხლა ამ უკანასკნელს ვინ შეცვლის, საუკეთესო ფორმატია.

აბაშიძე-კარასინის ფორმატი ცივილურობის კვალს ატარებს ყოველგვარი სერიოზული ვალდებულებების გარეშე და მთლიანად ეხმიანება დენიელ ფრიდის გამონათქვამს.

აბაშიძე-კარსინის ფორმატი ცივილურობის კვალს ატარებს ყოველგვარი სერიოზული ვალდებულებების გარეშე და მთლიანად ეხმიანება დენიელ ფრიდის გამონათქვამს

- ინტერვიუს ჩაწერის დაწყებამდე უკმაყოფილება გამოთქვით მერიის მიერ ვაკეში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობაზე. მერიის მიმართ თქვენი პრეტენზიები შესრულებული სამუშაოების ხარისხს უკავშირდება, მუშაობის ტემპებს თუ რას?

- ჩემთვის ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტში ყველაზე შემაშფოთებელი არაპროფესიონალიზმია. თავზარდამცემი იყო მერიის ოფიციალური პირების გამონათქვამი, რომ მათ არ იცოდნენ, მიწის გათხრისას ზედაპირის ქვეშ რა დახვდებოდათ.

ისიც არ იცოდნენ, რომ, მაგალითად, საფრანგეთში თუ ისრაელში მიწის სამუშაოების ჩატარება იკრძალება წინასწარი გეოფიზიკური კვლევების გარეშე. ისიც არ იცოდნენ, რომ ამ კვლევებმა ძალიან სწრაფად და იაფად 10 სმ-იანი სიზუსტით შეიძლება სამგანზომილებიან სივრცეში დაადგინონ ყველა ელექტროკაბელის, წყალსადენის, სანიაღვრეს და ა.შ. განლაგება.

ჩემთვის ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტში ყველაზე შემაშფოთებელი არაპროფესიონალიზმია. თავზარდამცემი იყო მერიის ოფიციალური პირების გამონათქვამი, რომ მათ არ იცოდნენ, მიწის გათხრისას ზედაპირის ქვეშ რა დახვდებოდათ

ეხლაც არ იციან, რომ საქართველოში არიან ამ საქმის საერთაშორისო დონის სპეციალისტები, რომელთაც ხელეწიფებად უახლესი აპარატურა. თუ დაინტერესდებიან, შეუძლიათ დამიკავშირდნენ და დავაკვალიანებ.

მეორე საკითხი ისევ პროფესიონალიზმს ეხება. ამას წინათ ტრაგიკული შემთხვევა ილიაუნის ეზოში მოხდა - გარდაიცვალა შრომის უსაფრთხოების ინჟინერი, რომელიც ამოთხრილი ჭის კედლების სანდოობას ამოწმებდა.

მე ვნახე ამ ჭებისა და თხრილების ფოტოსურათები და მე მიწის სამუშაოების უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფამ და საერთოდ არცოდნამ განმაცვიფრა.

პირველი, ნაყარ მიწაში ნებისმიერ თხრილს 60°-იანი დაქანება უნდა ქონდეს, რომ ჩამოშლისას მიწის მასა დაქანებას გაყვეს და ლოდი თავში არავის მოხვდეს.

ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა გაათანამედროვოს მიწის სამუშაოების უსაფრთხოების ნორმები და ჩაატაროს უსაფრთხოების ინჟინრების ტრენინგი, რომ თავიდან აცილებულ იქნას ახალი ტრაგედიები

მეორე, ამოთხრილი მიწა უნდა დასაწყობდეს 1-მეტრიანი უსაფრთხოების ბეგის (ბერმის) შემდეგ, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, გატანილ იქნას უსაფრთხო ადგილას, რათა კედლის ჩამოშლისას მას არ დაემატოს ნათხარი მიწის კრიტიკული მასა.

მესამეც, დაუშვებელია ბეტონის საფარის ქვეშ მიწის სამუშაოების ჩატარება - ყველა ნამუშევარს ღია პირი უნდა ქონდეს.

მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედება იყო სამთო ტექზედამხედველობის გაუქმება. ეხლა ეს სპეციალისტები მიმოფანტულნი არიან და მათი შეყრა გაჭირდება. ხელისუფლებამ კი დაუყონებლივ უნდა გაათანამედროვოს მიწის სამუშაოების უსაფრთხოების ნორმები და ჩაატაროს უსაფრთხოების ინჟინრების ტრენინგი, რომ თავიდან აცილებულ იქნას ახალი ტრაგედიები.

”ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით