ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია, რომ შეწყალების პრაქტიკა არსებითად და ფუნდამენტურად დაიხვეწოს

ზოგადად, მნიშვნელოვანია, რომ შეწყალების პრაქტიკა არსებითად და ფუნდამენტურად დაიხვეწოს,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მიერ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული ასლან ბეჟანიძის შეწყალებაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, მთავარია, რომ პრეზიდენტებმა ჩამოაყალიბონ ისეთი პრაქტიკა, რომლიც ყველაზე მეტად შეესაბამება შეწყალების იურიდიულ არსს.

„ჩვენ, მუდმივად გვქონდა საუბარი იმაზე, რომ აბსოლუტურად აცდენილი იყო წინა პრეზიდენტის შეწყალების კუთხით სტატისტიკა ევროპულ სტანტარტებს. აქ გვაქვს გარკვეული დაახლოვება, თუმცა ზოგადად, დამატებით არის საჭირო ის, რომ დაიხვეწოს შეწყალების პრაქტიკა. აქ გაგვიჭირდება რაიმე მკაცრი რეგულაციების დაწესება, თუმცა რეგულაციებზეც შეიძლება ფიქრი. მთავარია, რომ პრეზიდენტებმა ჩამოაყალიბონ ისეთი პრაქტიკა, რომლიც ყველაზე მეტად შეესაბამება შეწყალების იურიდიულ არსს",- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რატომ არ აკეთებს პრეზიდენტი განმარტებებს შეწყალებებზე, იგივე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, კობახიძის თქმით, შეწყალებასთან მიმართებით სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განმარტებები გააკეთა.

"თუ არ ვცდები, ერთი კვირის წინა გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით. მათ შორის მან სათანადო კომენტარი გააკეთა კონკრეტულ ფაქტთან მიმართებით, რომელზეც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ უფლებამოსილების ჩარჩოებში მოქცევაა საჭირო. ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. მთავარია, რომ სწორი ჩარჩო განისაზღვროს ამ უფლებამოსილების განხორციელებისათვის. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მოიხსნება ყველანაირი კითხვები და სპეკულაციების საფუძველი შეწყალების უფლებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ არის მუშაობა საჭირო იმისათვის,რომ სწორად ჩამოყალიბდეს შეწყალების სტანდარტი პრინციპების შესაბამისად, რომელიც ჩამოყალიბებულია ევროპაში", - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა