სოფო კილაძე  გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის 82-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის 82-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სესიაზე საქართველოს მიერ წარდგენილი ორი ანგარიში განიხილეს, რომელიც ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პორნოგრაფიის, პროსტიტუციის და შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა მონაწილეობის საკითხებს ეხება.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტზე „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ და სოციალური მუშაკის რეფორმაზე ისაუბრა, რომლებიც ფუნდამენტურ სიახლეებს ითვალისწინებს სექსუალური ექსპლუატაციის, პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიისგან ბავშვთა დაცვის კუთხით.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი 18 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შედგება, რომლებიც მონიტორინგს უწევენ ბავშვის უფლებათა კონვენციის ინპლემენტაციას გაეროს წევრ ქვეყნებში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია