ზაზა გაბუნიამ რეგიონული განვითარების ეროვნული კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ რეგიონული განვითარების ეროვნული კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

„მოხარული ვარ, რომ აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან, უნივერსიტეტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მეძლევა რეგიონულ პოლიტიკასა და რეგიონულ განვითარებაზე მუშაობის შესაძლებლობა. ეს გაამდიდრებს ამ პოლიტიკაზე მუშაობის და შედეგების ხარისხს და მინდა ევროკავშირის წარმომადგენლობას და მასპინძელ ორგანიზაციას CTC-ის მადლობა ვუთხრა ამისთვის“,- განაცხადა დეპუტატმა.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო პროექტის „რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ (ARSD) შედეგების პრეზენტაცია და განხორციელებული გამოყენებითი კვლევები.

პროექტი განხორციელდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან People in need (PIN) და დემოკრატიის ინსტიტუტთან (IOD) თანამშრომლობით.

პროექტის მიზანი ქვეყნის რეგიონული განვითარების სტრატეგიულ დაგეგმვასა და განხორციელებაში ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებაა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა