ანრი ოხანაშვილი -„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებები  მცირე შემოსავლების მქონე პირების და მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს 2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენილი ყველა სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის (გარდა ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისა) დაკისრებული არა მხოლოდ ფულადი ჯარიმისგან, არამედ მისი გადაუხდელობით წარმოქმნილი საურავისაგან სრულად გათავისუფლებას.

მისივე განმარტებით, კანონით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდება შემდეგი კატეგორიის პირებზე: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირზე, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია; ასაკით პენსიონერ პირებზე; ამ კანონის ამოქმედების დროისთვის 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებზე; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე; ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებზე; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებზე და დევნილებზე.

კანონით გათვალისწინებული შეღავათი ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამ კანონის ხელმოწერის შემდეგ გამოქვეყნებისთანავე.

„აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კანონპროექტი წამყვანი კომიტეტის სტატუსით, სამი მოსმენით განიხილა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და საქართველოს მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად მივიღეთ ახალი კანონი, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისათვის, განსაკუთრებით, მცირე შემოსავლების მქონე პირებისა და მათი ოჯახებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა