გიგა ბოკერია - სოფიო ქაცარავას განცხადება არის ივანიშვილის გუნდის მხრიდან მორიგი აღიარებითი ჩვენება, რომ რეალურად  საქართველოს ინტერესების დასაცავად არ მუშაობენ

სოფიო ქაცარავას განცხადება არის ივანიშვილის გუნდის მხრიდან მორიგი აღიარებითი ჩვენება, რომ რეალურად საქართველოს ინტერესების დასაცავად არ მუშაობენ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ინტერპრენიუსთან საუბარში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სოფიო ქაცარავას განცხადებას.

როგორც გიგა ბოკერია აცხადებს, რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე „ეფექტური შემაკავებელი ფაქტორი ომის თავიდან ასაცილებლად არ არსებობს“.

„ეს არის მორიგი აღიარებითი ჩვენება ივანიშვილის გუნდის მხრიდან, რომ რეალურად, საქართველოს ინტერესების დასაცავად არ მუშაობენ და ვინც სთავაზობს მას ეფექტურ მუშაობას, იმათ აცხადებენ პროვოკატორებად. ასეთი უტიფრობა არ გამიგია. ისინი აქამდე გვატყუებდნენ, როცა იძახდნენ, რომ მუშაობენ საერთაშორისო ზეწოლაზე რუსეთის წინააღმდეგ. სწორედ იმისთვის, რომ ომი ავირიდოთ თავიდან, იმისთვის რომ შევამციროთ ჩვენი მოქალაქეები მკვლელობის შანსები, როგორც ოთხოზორიას მკვლელობა იყო, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის. აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ ვმუშაობთ და ეფექტურებიც ვართო და ახლა როცა დადგა საკითხი ძალიან კონკრეტულად - რომ ამ მუშაობის შედეგი არის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ამაზე ეფექტური შემაკავებელი ფაქტორი ომის თავიდან აცილების არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის შეფერხება და აგრესიის შენელება არის პირდაპირი შედეგი სანქციები, რომელიც უკრაინის ლეგიტიმური ლობირებით მიიღო დასავლეთმა (ამერიკამ და ევროკავშირმა) რუსეთის წინაღმდეგ და აქ, ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც გვლანძღავს იმის გამო, რომ ვთავაზობთ, ერთად ვიმუშაობთ რუსეთის სანქციებისთვის. როცა ისინი ამბობენ, რომ ამას შედეგად მოჰყვება რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალქეების დევნა, ეს არის პირდაპირი გამოცხადება მძევლებად“, - განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, გარკვეული რისკები თუ არსებობს რუსეთის მხრიდან იმის შემდეგ, თუ მის წინააღმდეგ სანქციები დაწესდება, ბოკერია პასუხობს: „გამოდის, რუსეთმა რაც არ უნდა ქნას, ჩვენ საერთაშორისო ზეწოლასაც კი არ უნდა ვეცადოთ მასზე?! და ეს მოგვიტანს შედეგს?!

მისი შეფასებით, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც „ქვეყნისთვის მავნებლურ ნაბიჯებს დგამს“ და მათ უწოდებს პროვოკატორებს „ევროპული საქართველოს“ სახით, ვისაც სურს, რომ „რუსეთს პრობლემა მშვიდობიანად შევუქმნათ“.

„ოცნება“ და ივანიშვილის მოვიდნენ ცრუ დაპირებით, რომ დაალაგებენ რუსეთთან უერთიერთობას და მერვე წელია მათი ხელისუფლებაში ყოფნის - საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ხდება ყოველგვარი პოლიტიკური წინააღმდეგობის გარეშე მთავრობის მხრიდან. ცინიკური მკვლელობები ჩვენი მოქალაქეების, ეროზია ჩვენი საერთაშორისო პოზიციების. გვყავს მთავრობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს - მავნებლურს ან არ მოქმედებს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს და ის, რომ შენივე მთავრობა გიმტკიცებს, რომ პროვოკატორი ვარ თურმე, პროვოკატორია თურმე „ევროპული საქართველო“, რომელიც ეუბნება, ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ, რუსეთს პრობლემა შევუქმნათ მშვიდობიანად, საქართველოს შევიწროვების წინააღმდეგ. ეს არის თურმე პროვოკაცია“, - განაცხადა ბოკერიამ „ინტერპრენიუსთან“.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს ეხმაურება, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ეხება. კომიტეტი პროექტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში განიხილავს. როგორც ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, უმრავლესობას აქვს უფლება და მანდატი, დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ამა თუ იმ რეზოლუციის თუ დადგენილების პროექტს.

ქაცარავას თქმით, ევროპული საქართველოს“ მიერ ინიცირებული დადგენილება პოტენციურად ქმნის იმის წინაპირობას, რომ საქართველოს დაეკისროს სანქციები რუსეთის მხრიდან. ამასთან, მისი თქმით, ეს გამოიწვევს ათასობით ადამიანისთვის ეკონომიკურ ზარალს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო