ელენე ხოშტარია ხელისუფლებას მოუწოდებს, რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადიცია არ მოხდეს

"ქართული მხარე აპირებს, რომ 20 სექტემბერს რამზან ახიადოვი რუსეთის ფედერაციას გადასცეს,"- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, რამზან ახიადოვს რუსეთი ინტერპოლის საშუალებით ეძებს.

როგორც ხოშტარია აცხადებს, რამზან ახიადოვის ექსტარადიცია დაუშვებელია, რადგან როგორც თავად დაკავებული ირწმუნება, მას რუსეთში არაადამიანური მოპყრობა ემუქრება.

დეპუტატი სახელმწიფოს მიმართავს, რომ აღნიშნული პირი რუსეთს არ გადასცეს.

„20 სექტემბერს ქართული მხარე აპირებს, რუსეთის ფედერაციას გადასცეს რამზან ახიადოვი, რომელსაც რუსეთი ინტერპოლის საშუალებით ეძებს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ ბრალდების შესახებ ახიადოვმა არ იცოდა. მისი თქმით, მას რუსეთში არაადამიანური მოპყრობა ემუქრება და არც სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს. აღსანიშნავია, რომ ახიადოვი საპატრულო პოლიციამ არასწორი პარკირების გამო შეაჩერა, გადამოწმების შემდეგ კი იგი დააკავეს. მიგრაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, „რუსეთში არ ირღვევა ადამიანის უფლებები“, რომ ამან ხელი შეუშალოს ექსტრადირებას. ქართულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ახიადოვის საჩივარი რუსეთში არაადამიანური მოპყრობის შესახებ. ჩვენ გვახსოვს მსგავს საქმეზე „შამაევი და 12 სხვა პირი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ” სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც სასწრაფო წესით აუკრძალა სახელმწიფოს ამ პირების ექსტრადაცია. ამ შემთხვევაში სტრასბურგმა კონკრეტულად საქართველოსა და რუსეთს შორის მსგავს საქმეებთან დაკავშირებით სტანდარტი დააწესა,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია