კახა კალაძე - საფუძველი მაქვს, რომ NDI-ის კვლევებს არ ვენდო, განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში

მაქვს იმის საფუძველი, რომ არ ვენდო NDI-ის კვლევებს, განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ NDI-ის კვლევებზე საუბრისას განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კვლევებთან დაკავშირებით მათი პოზიცია ცნობილია და თავად მასაც საკითხის თაობაზე მოსაზრება არაერთხელ დაუფიქსირებია.

„შეიძლება დაისვას კითხვა, რატომ ვართ ასე განწყობილი იმ კვლევებთან დაკავშირებით, რომელსაც ეს კონკრეტული ორგანიზაცია საქართველოში უკვეთავს იმ მკვლევარებს, ვინც ამ მიმართულებით საქმიანობს. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ შეგიძლია ამოვიღოთ მათ მიერ ჩატარებული ნებისმიერი კვლევა, შედეგები ვნახოთ და თუ როგორ ვითარდებოდა შემდეგ მოვლენები. შესაბამისად, მაქვს საფუძველი იმისა, რომ არ ვენდო კვლევებს განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში", - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა კვლევის იმ ნაწილზე, რომლის თანახმად, პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის რეიტინგში თავად ლიდერობს. როგორც კალაძემ აღნიშნა, მისთვის ყველაზე კარგი საზომი მოსახლეობასთან შეხვედრებისას საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულებაა დედაქალაქის მერიის მიმართ.

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის საზოგადოებასთან კომუნიკაცია, ურთიერთობა, რაც მე მაქვს ყოველდღიურ რეჟიმში", - განაცხადა თბილისის მერმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა