გია ვოლსკი - NDI-ის კვლევას საზოგადოებაში საკმაოდ წახდენილი იმიჯი აქვს

NDI-ის კვლევას საზოგადოებაში საკმაოდ წახდენილი აქვს იმიჯი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა NDI-ის კვლევის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს.

მისი თქმით, ყველანაირი სტატისტიკური მონაცემი იმაზე მეტყველებს, რომ პოზიტიური განვითარების ტენდენციები თვალსაჩინოა. თუმცა, ამასთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ეთანხმება პარლამენტთან დაკავშირებით დაბალ რეიტინგს და აცხადებს, რომ მან ამის შესახებ NDI-ის გარეშეც იცის.

„მთლიანობაში, ყველანაირი სტატისტიკური მონაცემი მეტყველებს იმაზე, რომ პოზიტიური განვითარების ტენდენციები თვალსაჩინოა. რასაკვირველია, 20 ივნისის მერე ჩატარებულმა გამოკითხვებმა გარკვეული ფსიქოლოგიური მომენტიც შემოიტანა, მაგრამ მთლიანობაში მანიპულაციაა გარკვეული ციფრებით. მთლიანად ამ კვლევას საზოგადოებაში საკმაოდ წახდენილი აქვს იმიჯი. 2012 წლიდან მოყოლებული, დაახლოებით ორმაგი და სამმაგი აცდენებია კვლევის შედეგებსა და არჩევნების შედეგებს შორის. აქ დამატებითი სათქმელი არაფერი მაქვს, მაგრამ რაც შეეხება პარლამენტის რეიტინგს, მე ამას ვეთანხმები და არ მჭირდება NDI-მ რომ ვთქვა, პარლამენტის საქმიანობის ცნობადობა საზოგადოებაში ძალიან დაბალია. მეც ვხვდები ხალხს და ეს ვიცი NDI-ის გარეშე. კანონების საკითხზე თუ შეეკითხები ხალხს, თუნდაც მიწის კანონზე, რაზეც ასეთი აჟიოტაჟი იყო, ვერავინ დაგისახელებს. ძირითადად ახსოვთ დეპუტატების შეხლა-შემოხლა, რაც მთლიანობაში პარლამენტისთვის დადებითად დამახასიათებელი არ არის. რეალურად, მე ვფიქრობ, პარლამენტის დაბალი შეფასება გამოწვეულია იმით, რომ მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაბალ დონეზეა. პირველ რიგში, ეს ჩვენ მოგვეთხოვება, თუმცა მოეთხოვება, ასევე მედიასაც,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

გია ვოლსკი - NDI-ის კვლევას საზოგადოებაში საკმაოდ წახდენილი იმიჯი აქვს

NDI-ის კვლევას საზოგადოებაში საკმაოდ წახდენილი აქვს იმიჯი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა NDI-ის კვლევის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს.

მისი თქმით, ყველანაირი სტატისტიკური მონაცემი იმაზე მეტყველებს, რომ პოზიტიური განვითარების ტენდენციები თვალსაჩინოა. თუმცა, ამასთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ეთანხმება პარლამენტთან დაკავშირებით დაბალ რეიტინგს და აცხადებს, რომ მან ამის შესახებ NDI-ის გარეშეც იცის.

„მთლიანობაში, ყველანაირი სტატისტიკური მონაცემი მეტყველებს იმაზე, რომ პოზიტიური განვითარების ტენდენციები თვალსაჩინოა. რასაკვირველია, 20 ივნისის მერე ჩატარებულმა გამოკითხვებმა გარკვეული ფსიქოლოგიური მომენტიც შემოიტანა, მაგრამ მთლიანობაში მანიპულაციაა გარკვეული ციფრებით. მთლიანად ამ კვლევას საზოგადოებაში საკმაოდ წახდენილი აქვს იმიჯი. 2012 წლიდან მოყოლებული, დაახლოებით ორმაგი და სამმაგი აცდენებია კვლევის შედეგებსა და არჩევნების შედეგებს შორის. აქ დამატებითი სათქმელი არაფერი მაქვს, მაგრამ რაც შეეხება პარლამენტის რეიტინგს, მე ამას ვეთანხმები და არ მჭირდება NDI-მ რომ ვთქვა, პარლამენტის საქმიანობის ცნობადობა საზოგადოებაში ძალიან დაბალია. მეც ვხვდები ხალხს და ეს ვიცი NDI-ის გარეშე. კანონების საკითხზე თუ შეეკითხები ხალხს, თუნდაც მიწის კანონზე, რაზეც ასეთი აჟიოტაჟი იყო, ვერავინ დაგისახელებს. ძირითადად ახსოვთ დეპუტატების შეხლა-შემოხლა, რაც მთლიანობაში პარლამენტისთვის დადებითად დამახასიათებელი არ არის. რეალურად, მე ვფიქრობ, პარლამენტის დაბალი შეფასება გამოწვეულია იმით, რომ მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაბალ დონეზეა. პირველ რიგში, ეს ჩვენ მოგვეთხოვება, თუმცა მოეთხოვება, ასევე მედიასაც,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა