ანრი ოხანაშვილმა და USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორმა მოსამართლეების არჩევის პროცესზე ისაუბრეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიის მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორს, ადამ შმიდტს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

შეხვედრაზე საუბარი ძირითადად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს შეეხო.

„დეტალურად გავაცანი ადამ შმიდტს ის პროცესი, რომელიც უკვე წარიმართება პარლამენტში - იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, კერძოდ ის, რომ შევქმენით სამუშაო ჯგუფი ფორმალური კრიტერიუმების შემოწმებისთვის და ის, რომ მომდევნო კვირას ვიწყებთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს. სტუმარს, ასევე ზოგადად გავაცანი იმ პროცესის აღწერილობა, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა