ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ თემურ ჯანაშიას ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ გენერალ თემურ ჯანაშიას ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მის ანგარიშს ისმენენ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არა მარტო მათ საპარლამენტო ანგარიშშია საუბარი, არამედ წარდგენილი აქვთ „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებაც.

„ჩვენ გვაქვს „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება წარდგენილი ამ საქმესთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ნამდვილად მის ბრალთან დაკავშირებით იყო მნიშვნელოვანი ხარვეზები. მივიჩნევთ, რომ ის მოქმედებდა იმ ვითარებაში, რამაც არ უნდა გაითვალისწინოს მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და მის ქმედებებში არ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ამ მოსაზრებას სამართლებრივად ვავითარებთ ჩვენს „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებაში“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გენრალ ჯანაშიასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს კითხვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა დაუსვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა