ანონსი  20 სექტემბერი

20 სექტემბერს, 09:00 საათზე, მეეზოვის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე მეეზოვეებს დააჯილდოვებს.

მის: ჩუბინაშვილის ქ.#7 (ხვედელიძის სახელობის სკვერი)

20 სექტემბერს, 10:00 საათზე, თბილისის მერიასთან “საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების” ორგანიზებით ტარდება გლობალური კლიმატის გაფიცვა (Global Climate Strike). საქართველო უერთდება 16 წლის შვედი გოგონას წამოწყებულ მოძრაობას Fridays For Future და ახალგაზრდები მოითხოვენ კლიმატის კრიზისის შეჩერებას, ამავე დროს თბილისში გაფიცულები ადგილობრივ ეკოლოგიურ პრობლემებზეც გაამახვილებენ ყურადღებას.

საკონტაქტო: მარიამ ვაწაძე 555 99 70 08; თამარ ჯაყელი 555 25 29 60

20 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ადვოკატები დემოკრატიისთვის“, რომელიც 1500-მდე ადვოკატს აერთიანებს, „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. თემა: პატიმართა შეწყალება - 5 პუნქტიანი მოთხოვნა, პრეზიდენტის ფსიქიატრიული ექსპერტიზა, კონკრეტული შეწყალების აქტიის და გაუქმება და წერილი პროკურატურას.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

20 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე განსახილველად წარმოდგენილი იქნება საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“.

მის.: თავისუფლების მოედანი, ლეონიძის 2, II სართული

საკონტაქტო: 593 53 45 24

20 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ“-ში, არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას ორგანიზებითა და ბიზნესის, სამოქალაქო სექტორისა და მთავრობის წარმომადგენლების ჩართულობით, გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელიც ეხება საქართველოში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას და ამ მიმართულებით რეგიონში არსებულ გამოწვევას. საკონტაქტო პირი: ეთუნა ცოტნიაშვილი, 599 512215

20 სექტემბერს, 11:30 საათზე, სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შესასვლელთან (საშვთა ბიუროსთან) აქცია-გამოფენას გამართავენ. თემა: ოკუპაცია. აქცია-გამოფენას დეპუტატი ელენე ხოშტარია დაესწრება.

საკონტაქტო: თამარ მეტონიძე 577 53 52 32

20 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი ეკა ქობესაშვილი და ცენტრის ანალიტიკოსი ლაზარე ჯიბლაძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: შეწყალების სკანდალი და პატიმრების პოზიცია - რას აცხადებენ მსჯავრდებულები? პრეზიდენტის მორატორიუმი შეწყალებაზე.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

20 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკიგის საქმეზე დაკავებული ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

20 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

20 სექტემბერს, 12:00 საათზე, პოლიციელის მკვლელობის საქმეზე პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

მის.:მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

20 სექტემბერს, 12.00 საათზე, პროექტის „ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“ დახურვის ღონისძიება გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისა და პოლონეთის ინვესტიციების და განვითარების მინისტრის მოადგილეები.

მის: გუდიაშვილის #7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზი

20 სექტემბერს, 13:00 საათზე, სამოქალაქო აქტივისტები იუსტიციის სამინისტროსთან აქციას გამართავენ. თემა: რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადაცია.

საკონტაქტო: თამარ მეტონიძე 577 53 52 32

20 სექტემბერს 13:30 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა „თეთრი ხალათების ცერემონიას“ გამართავს.

მის.:ვაჟა-ფშაველას გამზ. N33, თეატრალური დარბაზი, III კორპუსი, III სართული.

საკონტაქტო: ნინი ზარდიაშვილი 593 51 55 32

20 სექტემბერს, 14:00 საათზე, თსუ-ში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ევროპის კულტურის პარლამენტის დამფუძნებლის და გენერალური მდივნის კარლ-ერიკ ნორმანის საჯარო ლექცია თემაზე:"კულტურული დიპლომატიის რელევანტურობა უნივერსიტეტისთვის". ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი, სტუდენტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მის.: თსუ I კორპუსი, აუდიტორია #107

20 სექტემბერს, 14:00 საათზე, ლისის ტბაზე გაიმართება გლობალური მარათონი ქალთა კიბოს წინააღმდეგ.

საკონტაქტო: დინა ქურდიანი 599 57 57 10 / ნინო გაჩეჩილაძე 577 65 44 43

20 სექტემბრს, 14:30 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს, კრისტი მორდჰორსთს შეხვდება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

20 სექტემბრს, 15:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ანალიტიკოს გია აბაშიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: კომპანია „მერიდიანის“ კავშირი ანაკლიის პორტთან.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

20 სექტემბრს, 16:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

20 სექტემბერს, 17:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში გიგა ბოკერიას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: შრომის კოდექსი.

მის: ბარნოვის 40

20 სექტემბერს, 19:00 საათზე, „სირცხვილიას“ აქციების საორგანიზაციო ჯგუფი საქართველოს პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე ერთწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და პროდასავლური პოლიტიკური ძალების კოორდინირებული და კონსოლიდირებული მოქმედების შესაძლებლობებს მოიცავს.

საკონტაქტო: თამარ კურატიშვილი - 591994815

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა