ირმა ნადირაშვილი - პროკურატურას ერთთვიანი ვადა მივეცით, ველოდებით შუალედურ ინფორმაციას და დიმიტრი გაბუნიას გამოკითხვას

პროკურატურას მივეცით ერთთვიანი ვადა და ამ დროის განმავლობაში ველოდებით შუალედურ ინფორმაციას და დიმიტრი გაბუნიას გამოკითხვას", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილი განაცხადა, რომელიც საქართველოს გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული.

მისი თქმით, ის პროკურატურაში დაბარებულია „ევროპული საქართველოს“ განცხადების საფუძველზე პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

"რამდენიმე წუთის წინ მივიღე ზარი პროკურატურიდან, გამომძიებლისგან, რომელმაც მთხოვა პროკურატურაში მისვლა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მედიით გავრცელდა, სადაც ჩვენ ვამბობდით, რომ ერთ-ერთმა წყარომ, რომლის დასახელებასაც არ ვაპირებთ, ჩვენ მოგვიყვა კორუფციული გარიგებების თაობაზე, რომელშიც შეიძლება იყოს ჩარეული პრეზიდრნტის საპარლამენტო მდივანი", - განაცხადა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, პარტია არ მიიღებს პასუხს: "მიმდინარეობს გამოძიება".

" რაც შეეხება მტკიცებულებებს, ეს არის სწორედ პროკურატურის საქმე და კარგია, რომ პროკურატურა გამოგვეხმაურა და თქვა, რომ ამ განცხადების შესწავლას დაიწყებს, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ პასუხს, რომელსაც მიჩვეული ვართ, როცა არასასურველ საქმეებზე წლების განმავლობაში ჩვენ გვესმის პასუხი, რომ "მიმდინარეობს გამოძიება". მივეცით ერთთვიანი ვადა პროკურატურას და ამ დროის განმავლობაში ველოდებით შუალედურ ინფორმაციას მაინც, და იმას, რომ გამოკითხავენ დიმიტრი გაბუნიას",- აღნიშნა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, თუ 1 თვის შემდეგ ისევ იქნება პასუხი: "მიმდინარეობს გამოძიება", "ევროპული საქართველო" დღის წესრიგში დააყენებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.

"როგორც წესი, პროკურატურა, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთებს აწარმოებს მუდმივად, არ არის დაინტერესებული ამ ტიპის საქმეების გამოძიებით. საპარლამენტო უმრავლესობა წყვეტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში, მაგრამ თუ მივიღებთ პასუხს, რომ ასეთი კომისია არ შეიქმნება, ცხადია, ეს პირდაპირ იქნება იმის ნიშანი, რომ ამ შესაძლო კორუფციულ სქემაზე პასუხისმგებლობას აიღებენ "ქართული ოცნების" უმრავლესობის დეპუტატებიც. თუ არ გინდა, სიმართლე დადგინდეს და ამისთვის არაფერს აკეთებ, ე.ი. ეთანხმები და მოგწონს, რომ მკვლელები გამოდიან შეწყალებით გარეთ", - განაცხადა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადების თანახმად, პროკურატურა შეისწავლის „ევროპული საქართველოს“ განცხადებას პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას ფაქტების შესწავლის შემდეგ მოახდენს.

ირმა ნადირაშვილის თქმით, გენერალურ პროკურატურაში ორშაბათს მივა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს