„ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებულები სასამართლოსთან აქციას მართავენ

"ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებულები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები პატრიარქს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ.

ერთ-ერთი დაზარალებულის, მარიამ ჩიმაკაძის განცხადებით, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი დაზარალებულებს შეხვდა დასამართლიანობის აღდგენას დაპირდა.

"სამართლიანობის აღდგენა არ ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეები ციხეში ისხდნენ. ჩვენ ისევ დაზარალებულები ვართ 15 წელია. მოვითხოვთ, მშენებლობები დასრულდეს. 4 500-მდე ოჯახი ვართ და ბოლოს და ბოლოს, ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს. ასე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია“, - განაცხადა დაზარალებულმა.

„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე, ბათუმის „თეთრი მაგნოლიას“ ეპიზოდზე ბრალდებულების, მაია და გუკა რჩეულიშვილების სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, „თეთრი მაგნოლიას“ ეპიზოდზე ბრალდებულები არიან მაია და გუკა რჩეულიშვილები. მათ სახელმწიფო ბრალდება მენაშენეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებას ედავება.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს