სალომე სამადაშვილი - საქართველოს ხელისუფლებამ რამზან ახიადოვი ფაქტობრივად, გაწირა

"საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტობრივად, ახიადოვი გაწირა მე ვიტყოდი, ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმის დარღვევით და რაც მთავარია, ჩვენი კონსტიტუციის და კანონის დარღვევითაც", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა რამზან ახიადოვის ექსტრადირების შესახებ რუსეთის ფედერაციაში და აღნიშნა, რომ მისი უფლებების დაცვაზე გარანტიები რუსეთის მხრიდან არ შეიძლება, არსებობდეს.

"მე ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია, რომ ბედი, რომელიც ამ ადამიანს ელოდება რუსეთში, არის ძალიან მძიმე. რუსეთი, სადაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშაა გათელილი, არ შეიძლება რაიმე სახის გარანტიას გასცემდეს ამ კონკრეტულ პირთან მიმართებაში, რომ მას კანონი დაიცავს რუსეთში და საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტობრივად, ეს ადამიანი გაწირა მე ვიტყოდი, ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმის დარღვევით და რაც მთავარია, ჩვენი კონსტიტუციის და კანონის დარღვევითაც, რადგან როდესაც ადამიანს საფრთხე ემუქრება, მათ შორის ლიკვიდაციის საფრთხე, სხვა სახელმწიფოში მისი გადაცემის შეზღუდვას ითვალისწინებს როგორც საერთაშორისო სამართალი, ასევე ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა", - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს ქართულმა მხარემ ინტერპოლით ძებნილი, რუსეთის მოქალაქის რამზან ახიადოვის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირება განახორციელა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა