პრეზიდენტის რეზიდენციასთან "ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს

პრეზიდენტის რეზიდენციასთან "ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს. პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობაში მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწეყალა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აცხადებენ, პრეზიდენტის ქმედებები სამარცხვინოა და მან არც კი განმარტა, რატომ შეიწყალა თუნდაც პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირი. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით, პრეზიდენტის განცხადება საშინაო თუ საგარეო ასპარეზზე არაერთ სკანდალს იწვევს და ახლა უკვე შეწყალებებით გაეხვა ახალ სკანდალებში. რაც შეეხება ამ საკითხზე გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას, როგორც უდუმაშივილი ამბობს, ხელისუფლება საზოგადოების აღშფოთების შემდეგ იძულებული გახდა ეს გაეკეთებინა. ამასთან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს არ აქვს მოლოდინი რომ გამოძიება რაიმე შედეგს გამოიღებს, ვინაიდან პროკურატურის მიერ დაწყებული არაერთი გახმაურებული საქმის გამოძიება არ მისულა ბოლომდე.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს