ოთარ კახიძე - მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ბევრ რამეს წარმოაჩენს, ილუზია არ გვაქვს, რომ იუსტიციის საბჭომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება

"მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ძალიან ბევრ რამეს წარმოაჩენს. არ გვაქვს ილუზია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება მათი ნომინირების შესახებ,"- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს" წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კანდიდატების შესახებ მესამე სექტორის მიერ შესწავლილ ინფორმაციას განიხილავენ.

„ევროპული საქართველოს" სამივე ფრაქცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. მათ ძალიან მოცულობითი სამუშაო გასწიეს. შეიწავლეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა პორტფოლიოები, მათი განხილული საქმეები, ფინანსური მხარე. "ევროპული საქართველო" მიიჩნევს, რომ სასამართლო ხელისუფლება მძიმე კრიზისშია, მას მართავს ე.წ. კლანი, რომელიც უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემის მორჩილებას ბიძინა ივანიშვილისადმი. "ევროპული საქართველოს" მთავარ მიზანი ამ გასაუბრების პროცესში ის არის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, თუ რა კანდიდატები წარმოადგინა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და ვის არჩევას აპირებს "ქართული ოცნების" უმრავლესობა. ამიტომ კანდიდატებთან ჩვენი კითხვები იქნება მათი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე და საზოგადოება თავად შეფასებს, როგორი კანდიდატები გვყავს. თავად გასაუბრების პროცესი ძალიან ბევრ რამეს წარმოაჩენს. არ გვაქვს ილუზია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება მათი ნომინირების შესახებ. ეს წინასწარ შეთანხმებული და გავლილი სქემაა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ასევე, მართავს კლანი და მათ ვინც გადაწყვიტეს, პარლამენტსაც ისინი წარედგინა. დანარჩენს გვაჩვენებს უშუალოდ გასაუბრების პროცესი,"- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს