პატრიარქი - შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია

„შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლის", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა. წირვის დასრულების შემდეგ, რომელსაც პატრიარქი სასულიერო პირებთან ერთად აღავლენდა, მან ტრადიციულად, მრევლს ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება, მათ შორის არც ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.

"ყოველ მარიამს და მთელ საქართველოს ვულოცავთ მარიამის დაბადების დღეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადების დღეს. ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის დიდებული დღე, და საქართველო, თქვენ იცით, წილხვედრია ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ დღევანდელ წირვას ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი არჩილი და პარლამენტის წევრები. შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა. შეგეწიოთ ღვთისმშობელი დედა, გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს", - განაცხადა პატრიარქმა.

მანვე აღნიშნა, რომ დღევანდელ დღეს ეკლესია განსაკუთრებით ლოცულობს კიბოთი დაავადებულებისთვის. ილია მეორემ დალოცა ამ სენით დაავადებული ყველა ადამიანი, განსაკუთებით ბავშვები და მოზარდები.

პატრიარქმა ასევე დააჯილდოვა ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდის წევრები და გადასცა სიგელები.

წირვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს მართლმადიდებლური სამყარო 21 სექტემბერს ზეიმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს