რელიგიის საკითხთა სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს.

„დღეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის შობას დღესასწაულობს.

საღვთო გადმოცემის თანახმად, რადგან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, მას უნდა ექადაგა ქრისტეს რჯული საქართველოში, მაგრამ უფალმა აუწყა ღვთისმშობელს, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება და აღუთქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ღვთისმშობლის ნაცვლად კი ქრისტეს რჯული საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხსენება მე–4 საუკუნეში დადგინდა. ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება უძველესი დროიდან, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა. მოციქულთასწორმა ელენემ ღვთისმშობლის შობის სახელზე აღმართა ტაძარი; ეს არის განუყოფელი სიხარულის დღესასწაული, რადგან ღვთისმშობლისაგან ადამიანთა მთელი მოდგმა განახლდა და პირველი დედის ევას მწუხარება სიხარულად გარდაიქცა“, - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს