საქართველოში სიმპოზიუმი - „დემოკრატიული ფასეულობების დაცვა და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა“ იმართება

სასტუმრო "რუმსში" სიმპოზიუმი, „დემოკრატიული ფასეულობების დაცვა და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა“ იმართება. ღონისძიებას, რომელიც PEN ამერიკის პრეზიდენტმა თომას მელიამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა და საქართველოს პენცენტრის პრეზიდენტმა პაატა შამუგიამ გახსნეს. ღონისძიებას ასევე ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, მედიის წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები და პუბლიცისტები.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა აღნიშნა, სიმპოზიუმის მიზანი აქტივობების კოორდინაციის ხელშეწყობაა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში.

"ეს არის ერთობლივი ღონისძიება, რომელსაც აწყობს "საერთაშორისო განჭვირვალობა - საქართველო", "პენამერიკა" და საქართველოს პენცენტრი. ამ ღონისძიების მთავარი მიზანია, რომ ჩვენი აქტივობების კოორდინაცია გავაკეთოთ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს არ არის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციის ან რომელიმე პოლიტიკოსის საქმე და თითოეული ჩვენი მოქალაქე უნდა ჩაერთოს ამ საქმეში. ძალიან მნიშვნელოვანია მწერლების და პოეტების ამ საქმეში ჩართვა, რადგან მათ საზოგადოებასთან კომუნიკაციის განსაკუთრებული მეთოდი აქვთ და ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი, ჩვენი საქმიანობის კოორდინაცია გავაკეთოთ", - განაცხადა გიგაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა