ირმა ნადირაშვილი - ჩემი წყაროს მხრიდან პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ასეთი შეწყალებების უკან გაბუნია ფულს აკეთებს - გამოკითხვისას წყაროს იდენტიფიცირებას არ ვაპირებ

მე არ ვხედავ არალოგიკურს არაფერს იმაში, რომ პირველი ჩემგან მოითხოვეს ინფორმაციის მიღება. ეს შეიძლება ლოგიკური იყოს, რადგან ჩვენი ინფორმაციის საფუძველზე უნდა დაესვას შემდეგ კითხვები პრეზიდენტსაც და დიმიტრი გაბუნიასაც”,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმა პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

მისი თქმით, ის არ აპირებს თავისი წყაროს იდენტიფიცირებას.

“ჩვენ დაგვიკავშირდა წყარო, რომელმაც იმ გარემოებებზე შეგვატყობინა, როგორ ერევა ბატონი გაბუნია შეწყალებების საკითხებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შესაბამისად, მე ამ ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას, მათი მხრიდან იყო სურვილი ჩემი გამოკითხვის. რაც შეეხება იდენტიფიცირებას ჩემი წყაროსი, მე შევეცდები, რომ არ მივაწოდო ასეთი ინფორმაცია რამდენადაც შესაძლებელი იქნება, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება ასეთი წყარო გახდეს თვითონ სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან დევნის საგანი და არა გაბუნია ან პრეზიდენტი, რომლებმაც არნახული შეწყალებები განახორციელეს. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, გვაქვს ცუდი გამოცდილება, როცა თაროებზე იდება საქმეები წლობით და გვეუბნებიან, რომ „გამოძიება მიმდინარეობს“. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს საკითხი ასეთი ტიპის გახდეს და ერთი თვის თავზე ჩვენ შუალედურ ინფორმაციას მოვითხოვთ. თუ არ მივიღებთ, შემდეგ დავაყენებთ დღის წესრიგში საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. ჩემი წყაროს მხრიდან, პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ აი ასეთი ტიპის შეწყალებების უკან, გაბუნია უბრალოდ ფულს აკეთებს. ეს არის მისი ბიზნესი. ეს იყო ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ჩვენს წყაროს პირადი გამოცდილებით ჰქონდა ეს ინფორმაცია. რომ გითხრათ, რომ ველოდები ზურაბიშვილი აქ მოვა, არ ველოდები ნამდვილად. მაგრამ ჩვენ არ ვითხოვთ მარტო ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას, იგივე სახალხო დამცველი, პარლამენტის ტრიბუნიდან ითხოვდა, რომ სისხლის სამართლის საქმე იყოს აღძრული”,- განაცხადა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში “ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა