20 ივნისის საქმეზე დაკავებულების ოჯახის წევრები სასამართლოსთან აქციას მართავენ

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 6 პირის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დაკავებულები პოლიტპატიმრები არიან და ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

საპროტესტო აქციას შეუერთდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძეც. როგორც ის აცხადებს, დაკავებულები უდანაშაულონი არიან და უნდა გაათავისუფლონ. მამალაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით 28 აგვისტოსაც მიმართეს.

"გავრილოვის ღამის“ უდანაშაულო პატიმრების გათავისუფლებას ვითხოვ. იმის ფონზე, როცა პრეზიდენტი მკვლელებს და ნარკორეალიზატორებს იწყალებს, აუცილებლად უნდა გადაიხედოს ყველა უდანაშაულო ადამიანის საქმე, მათ შორის, ჩემი ძმის საქმეც და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, რადგან უდანაშაულოა", - განაცხადა მამალაძემ.

დღესვე გაიმართება 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი, სადაც დაცვის მხარე შესავალი სიტყვით წარსდგება.

გასულ სხდომაზე, დაკავებულთაგან ერთ-ერთი, სოსო ბაჯელიძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან დანაშაული აღიარა.

იხილეთ ვიდეო: საქალაქო სასამართლოსთან 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა