თბილისის მერია მძღოლებს ტაქსის ნიშნებს უფასოდ ნოემბრის დასაწყისიდან დაურიგებს

ტაქსის მანათობელი ნიშნები, რომლებიც თბილისის მერიამ შეისყიდა, მძღოლებს ნოემბრის დასაწყისიდან დაურიგდებათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, მანათობელი ნიშნები უცხოეთში უკვე შესყიდულია, თუმცა ჩამოტანილი ჯერ არ არის.

„ტაქსის მანათობელი ნიშნები, რომლებიც მუნიციპალიტეტმა შეისყიდა, გზაშია. დაახლოებით, ოქტომბრის ბოლოდან, ნოემბრის პირველ რიცხვებში დავიწყებთ მათ უფასოდ გაცემას ტაქსის ნებართვის მქონე პირებზე“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

ცნობისთვის, შესაბამის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს GSERVICE-მა თბილისის მერიას ჯამში 15 ათასი ტაქსის აღმნიშვნელი მანათობელი ნიშანი 376 800 ლარად უნდა მიაწოდოს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი იწყება. ამ დროისთვის თბილისში მოძრავი ლიცენზირებული A კატეგორიის ტაქსები თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და ხუთკარიანი უნდა იყოს, გავლილი ჰქონდეს ტექდათვალიერება, ასევე ფლობდეს ლიცენზიას. A კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებს საშუალება ექნებათ გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლონ. კერძოდ, ტაქსის უფასო გასაჩერებელი ადგილებით და ტაქსის უფასო ნიშნებით. ასევე მათ უფლება ექნებათ, ავტომანქანაზე რეკლამა განათავსონ და დამატებით შემოსავალი მიიღონ.

რაც შეეხება B კატეგორიის ტაქსებს, მათ ავტომანქანის ფერის შეცვლის ვალდებულება არ აქვთ, თუმცა, ისინი დედაქალაქში ტაქსის ნიშნით ვერ ივლიან და პრივილეგიებითაც ვერ ისარგებლებენ. ლიცენზია თბილისში ამ დროისთვის 32680 მძღოლს აქვს აღებული.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით