პროკურორი - პროკურატურა 20-21 ივნისის აქციის დროს დაშავებული 16 მოქალაქის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით გამოძიებას აქტიურად აწარმოებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა 20-21 ივნისის აქციის დროს დაშავებული 16 მოქალაქის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით გამოძიებას აქტიურად აწარმოებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ლაშა ცქვიტაიამ განუცხადა. მისივე თქმით, ამ პირებთან დაკავშირებით გამოძიების მიერ დანიშნულია შესაბამისი სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზები, რომლითაც უნდა დადგინდეს, აღნიშნული მოქალაქეებისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი და გამომწვევი მიზეზი.

,,მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მოითხოვა 20-21 ივნისის აქციის დაშავებული 16 მოქალაქის დაზარალებულად ცნობა. აღნიშნული საქმის ფარგლებში გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ჩადენილი ძალადობითა და იარაღის გამოყენებით. მოცემული პირების მიმართ გამოძიების მიერ დანიშნულია შესაბამისი სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზები, რომლითაც უნდა დადგინდეს აღნიშნული პირებისათვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი, მათი გამომწვევი მიზეზი და შესაბამისი საშუალებები. გამოძიება აქტიურად სწავლობს სპეციალური საშუალებების გამოყენებისა სამართალდამცავთა მხრიდან - ხომ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობის დარღვევას. შესაბამისად, ყველა მტკიცებულების მოპოვებისა და სასამართლო-სამედიცინო დასკვნის საფუძველზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება აქციის მონაწილე პირების დაზარალებულად ცნობის თაობაზე“, - - განაცხადეს პროკურატურაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს