დავით მათიკაშვილი ეკა ბესელიაზე - პროკურატურაში მისვლაზე უარის თქმის მიზეზად მოუცლელობის დასახელება ბევრ კითხვას ბადებს

როდესაც ეს მძიმე დანაშაული საკუთარ თავზე გაქვს განცდილი, პირველ რიგში უნდა იყო დაინტერესებული ამ ინფორმაციის სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემით, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის შესახებ.

მისივე თქმით, პროკურატურაში არმისვლის მიზეზად მოუცლელობის დასახელება ბევრ კითხვას ბადებს.

"საკმაოდ მძიმე ბრალდებაზე გაავრცელა ინფორმაცია ქალბატონმა ეკა ბესელიამ. რაც არ უნდა აბსურდულად ჟღერდეს ეს, თუკი მისი ეს ინფორმაცია არის დანაშაულის მატარებელი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, თვითონ როგორც უფლებადამცველი, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ სასწრაფოდ მოახდინოს ამ ინფორმაციის გადაცემა სამართალდამცავი ორგანოებისთვის და მყისიერი რეაგირების რეჟიმში ეს დანაშაული იყოს აღკვეთილი, თუ მას ნამდვილად აქვს ადგილი," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატის თქმით, აღნიშნული საკითხი საკმაოდ სენსიტიურია და საკმაოდ მძიმე დანაშაულზე საუბრობს ეკა ბესელია, ამიტომ თუ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა, რეაგირება მყისიერი უნდა იყოს.

"საზოგადოებას შევახსენებ, რომ ხელისუფლებამ 2012 წლის შემდგომ მოახდინა ასეთ ფაქტზე რეაგირება და საკუთარი მაღალჩინოსანი ჯერ გაათავისუფლა, შემდგომ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და ის იქნა გასამართლებული. იმას ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლება ადეკვატურად არ იქცევა," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს