დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეწყალების სკანდალში მისი გვარი გარია, სარჩელის შეტანას აპირებს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეწყალების სკანდალში მისი გვარი გარია, სარჩელის შეტანას აპირებს და გამოძიებასაც მოითხოვს. ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ჯერჯერობით არ იცის, ვის სჭირდებოდა შეწყალების საქმესთან მისი სახელის დაკავშირება.

„როგორც კი დამთავრდება ეს გამოძიება, კანონის სრული სიმკაცრით, ყველა ის პირი, ვინც მე, დიმიტრი გაბუნია, ჩემი სახელი და გვარი გარია ამ ბინძურ ცილისწამებაში, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. პირადად მე შევიტან განცხადებას პროკურატურაში და პირადად მე შევიტან სარჩელს სასამართლოში. ეს თემა ასე არ დამთავრდება. ჩემთვის ეს თემა არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, როდესაც ჩემი ოჯახი არის ამ დღეში, როდესაც მე შემეხო ეს საკითხები. მე არ ვიცი ჯერ ვინ დაგეგმა, ვის სჭირდებოდა ჩემი სახელის და გვარის გარევა, როდესაც გამჭვირვალედ, სტრუქტურულად ყველაფერი ნათელი იყო“, - განაცხადა გაბუნიამ.

ერთ-ერთი სუბიექტი, ვის სახელზეც გაბუნია სარჩელის შეტანას აპირებს, „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილია.

„აუცილებლად ის იქნება ერთ-ერთი ფიგურანტი. სარჩელს შევიტან ყველა იმ ცრუპენტელას მიმართ, ვინც საჯაროდ ხელი დამადო და თითქოს კორუფციაში მამხილა. გარდა ამისა, დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში დაგისახელებთ. შემიძლია გითხრათ, რომ „რუსთავი 2“ არაფერ შუაში არ არის. დამოუკიდებელი ჟურნალისტები არიან, საკმაოდ ცნობილი ადამიანები და რამდენიმე დღეში დაგისახელებთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა