რომან გოცირიძე - ჩვენი პრეზიდენტი გაერო-ში ციყვისა და მტრედის სიმბოლოთი წარსდგა და 28 წუთიდან 25 წუთი ფლორა და ფაუნაზე ილაპარაკა

ჩვენი პრეზიდენტი წარსდგა ციყვისა და მტრედის სიმბოლოთი, 28 წუთიდან 25 წუთი ფლორა და ფაუნაზე ილაპარაკა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლას გამოეხმაურა.

გოცირიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთი მხოლოდ ტურისტებთან მიმართებაში ახსენა.

„საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-ს ტრიბუნიდან იღაღადა გლობალურ დარდებზე. ძალიან დარდიანი გამოსვლა იყო, განსაკუთრებით მომეწონა, როცა მან რამდენჯერმე ახსენა ფაუნა და ფლორა. ახსენა ოკუპაცია, მაგრამ არ ახსენა ოკუპანტი. ახსენა ომი, მაგრამ არ ახსენა, რომელი ომი და ვისთან. ეს იყო სრულიად კაპიტულანტური გამოსვლა და მორჩილი, გაუბედავი საუბრები.

შევადაროთ, რა ისაუბრა ზელენსკიმ, რომელიც ტრიბუნაზე ტყვიით გამოვიდა. ადამიანი, რომელიც სიმბოლურად აჩვენებდა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, მკვლელი და ხელში 7.62 მილიმეტრიანი კალაშნიკოვის ტყვიით წარდგა გაერო-ს ტრიბუნაზე. ჩვენი პრეზიდენტი კი წარსდგა ციყვისა და მტრედის სიმბოლოთი, რაღაც ფლორა და ფაუნაზე ილაპარაკა 28 წუთიდან 25 წუთი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს დიდი ტრიბუნა ვერ იქნა და არც იქნება გამოყენებული ამ ხელისუფლების პირობებში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, შეწყალებასთან დაკავშირებულ სკანდალს ბოლომდე მიიყვანენ და „ადრე თუ გვიან მოხდება პრეზიდენტის იმპიჩმენტი".

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა