ელენე ხოშტარია - დღეს ეკა ბესელია არის სისტემის მსხვერპლი და მის მიმართ სოლიდარულები უნდა ვიყოთ

დღეს ეკა ბესელია არის სისტემის მსხვერპლი უბინძურეს ბრძოლაში, პირადი ცხოვრების კადრებით, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დეპუტატ ეკა ბესელიას მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

ხოშტარიას განცხადებით, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური ფასეულობებისა, ისინი მხარს უჭერენ ბესელიას და სოლიდარობას გამოხატავენ.

“ორი რამ არის მნიშვნელოვანი: დღეს ეკა ბესელია არის სისტემის მსხვერპლი უბინძურეს ბრძოლაში, პირადი ცხოვრების კადრებით და თუ ჩვენ ვერ შევძელით, რომ ასეთი ადამიანის მიმართ ვიყოთ სოლიდარულები მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური ან თუნდაც ფასეულობების თვალსაზრისით თანხვედრა გვაქვს ამ ადამიანთან და მე ნამდვილად ძალიან განსხვავებული პოზიცია მაქვს ეკა ბესელიასგან, თუ ამაზე ძლიერი არ იქნება სოლიდარობა, მაშინ სოლიდარობის არსი საერთოდ გაუგებარია. მეორე - თუ ჩვენ არ გავაპროტესტებთ პირადი ცხოვრების გამოქვეყნების ამ ბინძურ მეთოდს, მაშინ მუდმივად ვივლით ამ წრეზე. ორივე მიზეზი - ემოციურიც, ადამიანურიც, ქალის მიმართ სოლიდარობისა და სისტემური პრობლემის არის ძალიან მნიშვნელოვანი”, - განაცხადა ხოშტარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა