ახალგაზრდობის  სააგენტოს მოწვევით ქვეყანას ევროპის საბჭოს ექსპერტთა მისია სტუმრობს

ახალგაზრდობის სააგენტოს მოწვევით და ევროპის საბჭოს დაფინანსებით, საქართველოს ევროპის საბჭოს ექსპერტთა მისია ეწვია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს, ექსპერტთა მისიის მიზანია ევროპის საბჭოს ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისი ახალგაზრდების და ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტიურ, რეალურ და საფუძვლიან მონაწილეობაზე ორიენტირებული ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების ხელშემწყობი რეკომენდაციების მომზადება.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტთა მისიამ შეხვედრები გამართა ახალგაზრდებთან და ახალგაზრდულ სფეროში ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა: მონაწილეობაზე ორიენტირებულ ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინების გაცნობა; ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების, განხორციელების და მონიტორინგის პროცესში მუნიციპალურ და ეროვნულ დონეზე ძირითადი დაინტერესებული მხარეების როლის განსაზღვრა; არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებისას წარმოქმნილი სირთულეების შეფასება; ახალგაზრდული პოლიტიკის განახლების პროცესში არსებული გამოწვევების განსაზღვრა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს