ვახტანგ გომელაური საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენელს საბინე მახლს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენელს, საბინე მახლს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა საპოლიციო საქმიანობის განხორციელებისას ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობასა და ამ კუთხით სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის გაფართოებულ კომპეტენციაზე ისაუბრა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მზადყოფნისა და მათზე სწრაფი რეაგირების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს როლს.

ვახტანგ გომელაური საბინე მახლს აღნიშნული კუთხით სამინისტროს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა. მინისტრმა გაეროს წარმომადგენლობას საქართველოში საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ნაყოფიერი სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ