აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ თურქ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მისი ქვეყნის ურყევი პოზიციისათვის და იმ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის, აფხაზეთის საზოგადოების მხარდასაჭერად ახორციელებს მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი ესწრებოდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"