ანონსი 2 ოქტომბერი

2 ოქტომბერს, 09:30 საათზე, ევროპის საბჭო ახალ პროექტს „საპარლამენტო ზედამხედველობის მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე“ წარადგენს.

ღონისძიებას დაესწრებიან: ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე.

მის.: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“

საკონტაქტო: ნათია ქანთარია - 555 633 543

2 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს და ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

2 ოქტომბერს, 10:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის (TAIEX) მექანიზმის ექსპერტთა მისიის ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ღონისძიება, რომელსაც ოფიციალურად გახსნის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი.

მის: სანაპიროს ქ. #4

2 ოქტომბერს, 10:30 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი და საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი ნატოს დღეების მნიშვნელობისა და ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: შალვა დადიანის ქ. 2/1, II სართული, შოთა რუსთაველის დარბაზი

საკონტაქტო:სოფო ქემაშვილი 595707 222

2 ოქტომბერს, 10:30 საათზე, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

2 ოქტომბერს, 11:30 საათზე, ბიუროს ოთახთან პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: მერიის პოლიტიკა ტაქსებთან დაკავშირებით, ჯარიმები და ახალი პარკირების სისტემა.

2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პატიმარ ირაკლი ქორიძის ადვოკატები, ნონა ფილური და დავით კოკოტაშვლი, „მედიაცენტრ მთავარში“ დეპუტატ ვანო ზარდიაშილის წინააღმდეგ პრესკონფერენიას გამართავენ და მას სასამართლოზე ზეწოლაში დაადანაშაულებენ.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

2 ოქტომბერს, 11.00 საათზე, GDI გამართავს კვლევის „სიძულვილის ენა საჯარო სამსახურში: ეთიკის ნორმების დარღვევაზე რეაგირების მექანიზმების ანალიზი“ პრეზენტაციას.

მის: სასტუმრო იოტა, თბილისი, ლერმონტოვის N10.

2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე (სადიპლომო) ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მის.: უზნაძის 52

2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: თავისუფლების 2

2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საფინანსო საკითხების ექსპერტის, პროფესორ გიორგი ცუცქირიძის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: ეკონომიკის სფეროს ექსპერტების შეხვედრა პრემიერთან. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი - იკვეთება თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები საარჩევნო წელს. ლარის კურსი.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო : 593 53 45 24

2 ოქტომბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტის, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ხელმძღვანელის, შოთა გულბანის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ეკონომიკის სფეროს ექსპერტების შეხვედრა პრემიერთან. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი - იკვეთება თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები საარჩევნო წელს. ლარის კურსი.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

2 ოქტომბერს, 11:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში გოკა გაბაშვილისა და გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება. თემა: ტაქსების რეგულაცია

მის.: ბარნოვის 40

საკონტაქტო პირი: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

2 ოქტომბერს, 11:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ირაკლი ოქრუაშვილისა და კობა კოშაძის მიმართ სოლიდარობის აქცია გაიმართება.

საკონტაქტო: 599 02 43 23

2 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ალეკო ელისაშვილი ბოლნისში "სამოქალაქო მოძრაობის" ოფისს გახსნის.

მის: ბოლნისი, სულხან-საბას ორბელიანის #200

საკონტაქტო პირი: 599 854722

2 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

2 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, ტყიბულის შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. ათზე მეტი ქართველი გამომცემელი და გამავრცელებელი წიგნის ბაზრობის სტუმრებს წიგნებს განსაკუთრებული ფასდაკლებით შესთავაზებს.

2 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

2 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

2 ოქტომბერს, 13:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ირაკლი ოქრუაშვილისა და კობა კოშაძის მიმართ სოლიდარობის აქცია გაიმართება.

საკონტაქტო: 599 02 43 23

2 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო "რედისონ ბლუს" საკონფერენციო დარბაზში "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი 77000 ბათუმელის გამოკითხვის შედეგებს წარადგენს. მის: ქ. ბათუმი, სასტუმრო "რედისონ ბლუ", მეორე სართული, საკონფერენციო დარბაზი

N2.

2 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, გაიმართება აქცია სახელწოდებით – “თავისუფლება უკანონო პატიმრებს !”

აქციის ორგანიზატორები პრეზიდენტს პირველ ეტაპზე გასანთავისუფლებელი მსჯავრდებულების სიას შეუგზავნიან.

მის.; ძველი თბილისის რაიონი, გიორგი ათონელის ქუჩა № 25

საკონტაქტო: 571 01 10 03 ზაზა სვანაძე

2 ოქტომბერს, 14:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში ტელეკომპანია „კრეატივის“ გენერალური დირექტორის ზურაბ გუმბარიძის გამოკითხვა იგეგმება.

2 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, პენსიონერ ლამარა თაბუკაშვილს იაფ მედიკამენტებს გადასცემს.

მის: გლდანი, მე-2 მ/რ, კორპუსი 32, მე-3 სადარბაზო, მე-7 სართული, ბინა 116 საკონტაქტო: 599968088, თენგიზ ომანიძე.

2 ოქტომბერს, 15:00 საათზე, მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში", №8 პენიტენციურ დაწესებულებასთან 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულების მხარდასაჭერ აქციას გამართავენ.

მის.: გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ

საკონტაქტო: თამარ მეტონიძე - 577 53 52 32

2 ოქტომბერს, 21:00 საათზე, პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა