ზვიად კუპრავა მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს გაასაჩივრებს

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს გაასაჩივრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კუპრავას ადვოკატმა, ლევან დავითაიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის განაჩენი მტკიცებულებების გარეშე. სასამართლოს არც ერთი განმარტება არ ჰქონია, თუ რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოს არ აქვს არგუმენტები იმისთვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დაასაბუთოს. მიმაჩნია, რომ ეს აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა", - განაცხადა დავითაიამ.

შეგახსენებთ, „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილზე ძალადობაში სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო