დავით ბაქრაძე - მნიშვნელოვანია, რომ დეოკუპაციაზე მოლაპარაკებები მთავარი პარტნიორების - ევროკავშირის და აშშ-ს მონაწილეობით მიმდინარეობდეს

ნებისმიერი დიალოგი, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობას ორმხრივ ფორმატში გადაიყვანს და ამ პროცესს ჩამოაშორებს მთავარ მხარდამჭერებს ევროპელებსა და ამერიკელებს, შეიძლება, საქართველოს ინტერესებისთვის ძალიან საშიში და დამაზიანებელი იყოს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთთან სწორ ფორმატში და კონტექსტში დიალოგის პრობლემა არ არის და როდესაც ქვეყნის ინტერესების დაცვა საჭიროა "ოკუპანტსაც უნდა ვესაუბროთ".

"უნდა გვესმოდეს კარგად, რომ ჩვენი მთავარი არგუმენტი და დამხმარე რუსეთთან ურთიერთობაში საერთაშორისო თანამეგობრობაა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოლაპარაკებები დეოკუპაციაზე ჩვენი მთავარი პარტნიორების -ევროკავშირის და აშშ-ს მონაწილეობით მიმდინარეობდეს. არ უნდა მივცეთ რუსეთს იმის საშუალება და საბაბი, რომ მათ უთხრას, ქართველებთან ორმხრივი დიალოგი მიმდინარეობს და ამიტომ ჟენევა, ამერიკელები და ევროპელები საჭირო აღარ არიან. ეს არის მთავარი საფრთხე და ამის თაობაზე ვითხოვთ განმარტებებს დავით ზალკალიანისგან, თუ როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესის გაგრძელებას. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დიალოგი სწორ ფორმატში აუცილებელია, მაგრამ ნებისმიერი დიალოგი, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობას ორმხრივ ფორმატში გადაიყვანს და ამ პროცესს ჩამოაშორებს მთავარ მხარდამჭერებს ევროპელებსა და ამერიკელებს, შეიძლება, საქართველოს ინტერესებისთვის ძალიან საშიში და დამაზიანებელი იყოს. რუსეთის მცდელობა აქეთკენ არის მიმართული, პესკოვის განცხადებებიც ამას ადასტურებს",-აცხადებს დავით ბაქრაძე.

„მოსკოვი იმედოვნებს, რომ 2008 წლიდან საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა საფუძველს ჩაუყრის კონსტრუქციულ დიალოგს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. პესკოვმა აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა თბილისში „ძალიან მტკივნეულად“ აღიქვეს, რასაც საქართველოს დედაქალაქიდან „ისტერიკა“ მოჰყვა, რომელიც „არც თუ ისე ადეკვატური რეაქციაა მომხდარზე“.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს