გიორგი ლაფერაშვილმა პროკურატურა დატოვა

გიორგი ლაფერაშვილმა პროკურატურა დატოვა. მისი გამოკითხვა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც მან პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან განაცხადა, ტელეკომპანია "ფორმულას" ხელმძღვანელი პირების გამოკითვაზე დაბარება ტელეკომპანიის ეთერში გასვლას საეჭვოდ დაემთხვა.

"ძალიან მოკლე კომენტარი შემიძლია გავაკეთო, გამომდინარე იქიდან, რომ დადებული მაქვს ხელწერილი გაუთქმელობაზე. თან მეცინება ამ ყველაფერზე. არაფერი ახალი და მოულოდნელი არ ყოფილა პაატა სალიას იმ ბრიფინგის შემდეგ, რომელიც დაახლოებით თვენახევრის წინ გაიმართა. გავიდა 2 თვე ამ საქმის გამოძიებიდან და პროკურატურას ტელეკომპანია "ფორმულას" გენდირექტორის და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის გამოკითხვა დასჭირდა მაშინ, როდესაც ტელეკომპანია „ფორმულა“ ეთერში გავიდა. ეს არის ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია",-განაცხადა ტელეკომპანია "ფორმულას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ლაფერაშვილმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია