მურატ ჯიოევი - ჟენევის მორიგი რაუნდი არამშვიდ ვითარებას დაემთხვა

8-9 ოქტომბერს ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევის განცხადებით, დისკუსიები საკმაოდ არამშვიდ დროს დაემთხვა, როდესაც, მისი თქმით, ქართული მხარე სოფელ წნელისთან ვითარებას ძაბავს. ამის შესახებ ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ი იუწყება.

„ვიმედოვნებთ, რომ შექმნილ ვითარებას თავისი ლოგიკური და დიპლომატიური გადაწყვეტა ექნება. მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა, კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ აუცილებელია ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შექმნა“ ,- განაცხადა ჯიოევმა.

იხილეთ ვიდეო:

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს