14.07.2025 / 09:02
საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი ამ დრომდე "ნიუ ჰოსპიტალსში"  რჩება

საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი ამ დრომდე კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" რჩება და მკურნალობას აგრძელებს. როგორც კლინიკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ანა გოგიჩაძემ, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ილია ჯიშკარიანი კლინიკაში გუშინ გამთენიისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა შეიყვანა.

ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით ცნობებს, პაციენტის სურვილიდან გამომდინარე, არ ასაჯაროებენ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე „ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

იხილეთ ვიდეო:

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ