14.07.2025 / 09:02
კახა კალაძე  მიიჩნევს, რომ საკრებულოს დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში მანდატი არ უნდა დატოვოს

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საკრებულოს დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა, რომელსაც საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში მანდატი არ უნდა დატოვოს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „საჭიროა, გამოძიებას დაველოდოთ“.

"თუ მას დაუმტკიცდება, რა თქმა უნდა, გამოძიების წინაშე უნდა აგოს პასუხი. მე მგონია, რომ გამოძიების მიმდინარეობისას არ უნდა დატოვოს მანდატი, რადგან ეს შეიძლება არის არასწორი ინფორმაცია. თუ მას ასეთი რამ აქვს ჩადენილი, რაც ჩემთვის, როგორც კაცისთვის, ადამიანისთვის, ქალაქის მერისთვის არის ძალიან მძიმე, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება. შესაბამისი უწყებები იმოქმედებენ ისე, როგორც კანონს შეეფერება",- განაცხადა კახა კალაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ