სალომე ზურაბიშვილი - პარტნიორების მიმართ ერთი და მთავარი მოთხოვნაა, საქართველო დაბრუნდეს დღის წესრიგში და არ იყოს მივიწყებული

კონფლიქტებთან მიმართებაში, პირველ რიგში, დეესკალაციას და დეოკუპაციას ვისურვებდი, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტანმაიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას, თუ რას ისურვებდა საქართველოს პრეზიდენტი კონფლიქტებთან მიმართებაში.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, საჭიროა, ევროკავშირის მისიის არეალის გაზრდა ადმინისტრაციულ საზღვარზე, რომ შევძლოთ უფრო ეფექტურად პრევენცია იმ ინციდენტების, რაც ზაფხულის პერიოდში ხდებოდა.

„კითხვაზე, რას ვისურვებდი დაძაბულ სიტუაციასთან მიმართებაში და კონფლიქტებთან მიმართებაში, ვისურვებდი, პირველ რიგში, დეესკალაციას და დეოკუპაციას - თუ სურვილებზეა ლაპარაკი. თუ იმაზეა საუბარი, ახლა რა შეიძლება გაკეთდეს და რას ვითხოვთ პარტნიორებისგან, ერთი და მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართველო დაბრუნდეს დღის წესრიგში, არ იყოს მივიწყებული, რომ ჩვენი პარტნიორები მუდმივად კონსულტაციებში ახსენებდნენ ერთი მხრივ, სიტუაციას, მეორე მხრივ იმ ვალდებულებებს, რომელიც აღებული იყო თავის დროზე რუსეთის მიერ და თუ კონკრეტულ საკითხებზე გადავალთ, მაგალითად ერთი საკითხია ევროკავშირის მისიის არეალის გაზრდა ადმინისტრაციულ საზღვარზე, რომ შევძლოთ უფრო ეფექტურად პრევენცია იმ ინციდენტების, რაც მთელი ზაფხული გახშირებული იყო და რაც შეიძლება გადაიზარდოს კიდევ უფრო სერიოზულ დაძაბულობაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა