საშა ტერნესი - საქართველოს ეკონომიკა იმდენად დივერსიფიცირებულია, რომ თითოეულ გერმანელ ინვესტორს შეგვიძლია მისთვის სასურველი ნიშა შევთავაზოთ

საქართველო მიმზიდველია ინვესტირებისთვის სხვადასხვა სექტორის მიმართულებით. თქვენი ქვეყნის ეკონომიკა იმდენად დივერსიფიცირებულია, რომ თითოეულ გერმანელ ინვესტორს შეგვიძლია მისთვის სასურველი ნიშა შევთავაზოთ, - ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარე საშა ტერნესმა სასტუმრო „ბილტმორში“ გამართული ქართულ-გერმანული ბიზნეს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ასეთი მჭიდრო ბიზნეს ურთიერთობებია. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი ბიზნესასოციაცია ასე სწრაფად იზრდება ბოლო წლების განმავლობაში. 12 წელია, რაც ვარსებობთ და უკვე 200 წევრი გვყავს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ ბიზნეს შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომელიც უნდა დავძლიოთ ინვესტიციების ნაკადის, ვაჭრობის მოცულობისა და ბიზნეს ურთიერთობების შემდგომო ზრდისა და განვითარებისთვის,“ - განაცხადა საშა ტერნესმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. დისკუსიას ასევე დაესწრნენ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები როგორც საქართველოდან, ასევე გერმანიიდან.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში