ოკუპირებულ ცხინვალში ერთ-ერთ ქუჩას პუტინის სახელი მიანიჭეს

ოკუპირებულ ცხინვალში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახელი მიანიჭეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ცხინვალის ე.წ. მერის, ალან კოჩიევის, განცხადებით, გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს მის მიმართ მადლიერების გამოხატვის ნიშნად მიიღეს.

”ცხინვალის ერთ-ერთ ულამაზეს ქუჩას დღეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ პუტინის სახელი დაერქმევა. სახელის გადარქმევის საკითხი დიდი ხანია განიხილება, მაგრამ სამხრეთ ოსეთის ხალხის მიმართ გამოჩენილი თანადგომის გამო მადლიერების გამოხატვის ნიშნად, სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ საბოლოო გადაწყვეტილება ორშაბათს, რუსეთის სახელმწიფო მეთაურის დაბადების დღეს მიიღო,“ - განაცხადა კოჩიევმა.

პუტინი დღეს 67 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა